ვაკანსია სარეკლამო აგენტის თანამდებობაზე

დასაქმება

სავაჭრო ცენტრი “მეგალაინი” აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტის თანამდებობაზე.

თანამდებობის ზოგადი მიზანი: კომერციული ფართების გაქირავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:

განათლება: სტუდენტი ან უმაღლესი (მარკეტინგის ან მენეჯმენტის განხრით).
კვალიფიკაცია: გამოცდილება უძრავი ქონების ბაზარზე
უცხო ენების ცოდნა: სასურველია ინგლისურის და რუსულის ცოდნა.
უნარ-ჩვევები: კომუნიკაბელურობა, პრეზენტაბელურობა, მენეჯერისათვის აუცილებელი სხვა უნარ-ჩვევები.

მოვალეობები:

სავაჭრო და საოფისე ფართების გაქირავება
მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და მათზე პოზიციონირება;
პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება
მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი;
უძრავი ქონების ბაზრის შესწავლა;
ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება.

ხელფასი:

მინიმალური: 300 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
დამატებითი: ბონუსი (პრემია) გაქირავებული ფართებიდან.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: info@megaline.ge და “subject line”-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები