Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ანიმაცია არ უდრის ანიმეს :)

ანიმაცია არ უდრის ანიმეს :)
November 13
14:52 2014

მულტფილმების მოყვარულებს როგორც წესი, ბავშვები წარმოადგენდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც მეოცე საუკუნეში იაპონელებმა სიტყვა „animation“ გადააკეთეს  „anime“-დ (ანიმე წარმოიშვა ინგლისური სიტყვიდან “animation” და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს, ხოლო იაპონიის ფარგლებს გარეთ კი როგორც წესი ამ სიტყვის ქვეშ იაპონიაში შექმნილი ანიმაცია იგულისხმება) ანიმაციის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.

e022754e1fa01bf8732bbc5623f44062

ანიმაციაზე თუ ადრე „ტომი და ჯერის“ ან „მზეთინაავი და ურჩხულის“ ასოციცია ჩნდებოდა და ძირითადად ბავშვების ინტერესეთა სფეროში შედიოდა, ანიმაცის ახალი სტილის – ანიმეს წყალობით(ანიმე ჩვეულებრივი ანიმაციისაგან ხატვის სტილითაც განსხვავდება), ანიმაციამ  ოცდამეერთზე საუკუნეში მოზრდილთა და ზრდასრულთა ინტერესის სფეროშიც ადგილი დაიმკვიდრა და უფრო საინტერესო და ღირებულებითი გახდა.

მას ვინსაც ანიმე ისეთივე შინაარსისა და დატვირთვის ჰქონია, როგორიცაა მაგალითად „მძინარე მზეთუნახავი“  ვეტყვი, რომ ძალიან ცდებიან და ამის დასამტკიცებლად ჰაიაო მიაძაკის (Hayao Miyazaki ) ანიმეებს მოვიშველიებ.

ანიმეები, რომელიც მიაძაკის ოდესმე შეუქმნია წარმოადგენენ შედევრებს და ტექნოლოგიების სამყაროში სულიერი და კულტურული კრიზისის ადეკვატურ გამოხამაურებას. თითოეული ანიმე  რომელიმე კონკრეტულ პრობლემას ან ღირებულებით თემას ეხება. მაგალითისათვის მიაძაის 1997 წელს გამოსული ანიმე პრინცესა მონონოკე / Mononoke-hime ეხმაურება ეკოლოგიის პრობლემას ადამიანისა და ბუნების დაპირისპირებისა და შეჯიბრის თემას.

ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ანიმე, რომელიც 2001 წელს გამოვიდა „აჩრდილწაღებულია“ / „Sen to Chihiro no kamikakushi“. როცა ვამბობ, რომ ეს ანიმე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანიმეა-თქო, არ  ვგულისხმობ  მხოლოდ და მხოლოდ ხატვის სტილს, მუსიკას ან კონკრეტულ პერსონაჟებს.

f931986707056f96d95f9abe00e04ecb

ამ ანიმეში მომწონს მისი ღრმა იდეა და ადამიანის მანკიერებების გამოხატვის ხერხები, სიხარბისა და ბოტოტების არა მარტო სიუჟეტური, არამედ პერსონაჯების სახით ფიზიკური გამოხატულებაც. ეს არის შედევრი ანიმე, რომელიც მაყუებელს აძლევს ფიქრის საგანს და მისი დასრულების შემდეგ გრძნობ, რომ აღარ ხარ ისეთი, როგორიც მის ყურებმადე იყავი.

იაპონია თავის კულტურიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე ყოველთვის მნიშვნელოვნად და სულიერი განვითარებისთვის პირევლ ადგილზე მყოფად მიიჩნევდა ადამიანისა და ბუნების ჰარმოინიულობას. ეს კი რა თქმა უნდა ანიმეებაც ეტყობა და ასევე ერთ-ერთი მაგალითია მიაძაკის ანიმე  „ ჩემი მეზობელი ტოტორო“ / Tonari no Totoro (1988)  – ჯადოსნური ისტორია ორი  დის შესახებ, რომელიც ტყის მაცხოვრებლებს დაუმეგობრდაა.

4391278b4ddff1d703180356f4aaf718

ამ ანიმეში არსებულ პერსონაჟებს შორის არის ძალიან ბუნებრივი კავშირი, ყურებისას კი გინდება რომ შენც იცნობდე ტოტოროს და არსებობდეს კატა-ავტობუსი

ჰაულის მოსიარულე სასახლე / Hauru no ugoku shiro (2004), რომელიც გადაღებული იქნა დაიანა უინ ჯონსის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით არის ანიმე რომელში ნაჩვენები/დახატული ადგილები ისეთივე განსხვავებული და მრავალფეროვანია, როგორიც ადამიანის შინაგანი სამყარო.

ანიმე სიმბოლურია და თუ აზრიანად უყურებს მაყურებელი მისთვი ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩნეს.

ანიმეე სერიალებიც არსებობს, მაგრამ ვერ მოგატყუებთ, მე მათ ვერ ვუყურებ: აზრი მერევა და თან ლოდინიც არ შემიძლია შემდეგ სერიამდე თუ სეზონამდე, თუმცა არც ისინი არ არიან ნაკლები შინაარსის მატარებლები.

როგორც ხედავთ ანიმეები მოიცავენ მრავალფეროვან თემებს, მაგრამ ზოგადად ანიმეების შექმნელებს ყველაზე მეტად მაინც ფანტასტიკა, რომანტიული კომედიები ან სიუჟეტის  რომელიმე წიგნზე დაფუძნება უყვართ.

ავტორი: ანი მარტიაშვილი

7fc090b9aceab951cc9c5cf17b8be7a5

0e73f971ce065d30bc08df6eca05b742618184bac04b4c8dfd753ff3a7fdd11b

968 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2014
M T W T F S S
« Oct   Dec »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930