Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

წარმატების ისტორიები: როგორ დაერქვათ სახელები ცნობილ ბრენდებს

წარმატების ისტორიები: როგორ დაერქვათ სახელები ცნობილ ბრენდებს
November 13
13:25 2014

AppleLogo-rainbow-icon

Apple

ვაშლი- კომპანიის დამაარსებლის სტივ ჯობსის საყვარელი ნუგბარი. ახალი კომპანიისთვის სახელის შერჩევისას, 3 თვიანი უშედეგო უშედეგო ცდების შემდეგ, მან დააყენა პარტნიორები ფაქტის წინაშე: „ მე ვარქმევ კომპანიას ვაშლს (Apple), თუ დღეს 5 საათემდე თქვენ არ შემომთავაზებთ უკეთესს“ Apples Macintosh — ვაშლის ერთ-ერთი სახეობა, რომლითაც სავსე იყო იმ დროს აშშ-ს სუპერმარკეტები.

 

 

Logo_de_nikeNike

მომავალი, ჯერ უსახელო ფეხსაცმლის საწარმოს ერთ-ერთ პირველ თანამშრომელს ჯეფი ჯონსონს  დაესიზმრა  გამარჯვების ბერძნული ღვთაება ნიკა. სწორედ მან შესთავაზა ეს სახელი კონცერნის დამაარსებელს ფილ ნაითს, რომელსაც სულ სხვა გეგმები ქონდა სახელთან დაკავშირებით 🙂  -Dimension (განზომილება) . ცნობილი  ემბლემა Nike სულ რაღაც 35 დოლარად დახატა სტუდენტმა გოგონამ, დამწყებმა გრაფიკოს-დიზაინერმა. მისი სახელი ისტორიამ არ შემოგვინახა.

 

 

xerox-logo

Xerox

ასლგადამღები მოწყობილობის შემქმნელმა ჩესტერ კარლსონმა საკუთარ პროდუქტს ეს სახელი შეურჩია, რადგან ხაზი გაესვა თავისი შვილობილის განსაკუთრებული მახასიათებლისთვის- მშრალი ასლგადაღება. იმ დროისთვის არსებობდა მხოლოდ  „სველი“ .  ბერძნული სიტყვის ფუძე  «xer» ნიშნავს „მშრალს“.

 

 

 

hewlett-packard

Hewlett-Packard

კომპანია Hewlett-Packard-ის დამაარსებლებმა ვილიამ (ბილ) ჰიულეტმა და დევიდ (დეივ) პაკარდმა, გადაწყვიტეს აეგდოთ მონეტა, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება კომპანიის დასახელებაში  ვისი სახელი იქნებოდა პირველი. როგორც ჩანს მოიგო ბილმა  😉

 

 

images (3)Canon

თავდაპირველად კომპანია Canon-ს, რომელიც დაარსდა 1933 წელს, ერქვა Kwanon —ბუდისტური მოწყალების ქალღმერდის საპატივცემულოდ. მოგვიანებით კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება შეეცვალა სახელი, რომ არ გაეღიზიანებინა რელიგიური მასები.

 

 

yahoo-500x500Yahoo

ეს უცნაური სიტყვა მოიგონა ჯონათან სვიფტმა, რომელიც მან გამოიყენა წიგნში „გულივერის მოგზაურობა“ .  ასე უწოდებენ წიგნში გარეგნოითა და ქცევით უშნო არსებებს, რომლებიც რაღაცით გვანან ადამიანებს. Yahoo დამაარსებლებს ჯერი იანგს და დევიდ ფაილოს მოეწონათ ეს სიტყვა, რადგანაც  საკუთარი თავის ასოციირებას ახდენდნენ ამ პერსონაჟებთან (იაჰუსებთან). მაგრამ დღეს  Yahoo ახდენს სახელწოდების  წარმომავლობის შემდეგ სახუმარო დეკლარირებას:  Yet Another Hierarchical Officious Oracle „კიდევ ერთი იერარქიული შემაწუხებელი წინასწარმეტყველი“

 


imagesAdidas

კომპანია Adidas სახელი დაერქვა მისი ერთ-ერთი დამაარსებლის ადი დასლერის საპატივცემულოდ. სხვათაშორის, ეს არასერიოზული და თითქოს ნაზი სახელი – ადი- საერთოდ არ შეესაბამებოდა სოლიდურ ბატონ დასლერს. მაგრამ მას უბრალოდ სძულდა საკუთარი სახელი, მას ერქვა- ადოლფი.

ასევე დამაარსებლების სახელები ჰქვია კომპანიებს Suzuki (Michio Suzuki), Casio (Kashio Tadao) и Honda (Soichiro Honda).

 

 

mercedes-benz-logo-design

Mersedes

1897 წელს ყველასთვის უცნობმა ემილ ილენიკმა მოახდინა ავტომობილი „დამპლერის“ ძრავის მოდერნიზება (იმ დროისთვის ამ მანქანების მაქსიმალური სიჩქარე შეადგენდა 24 კმ/სთ).  ახალ ძარავას მან სახელი დაარქვა საკუთარი ქალიშვილის მერსედესის საპატივცემულოდ.

მისი ქალიშვილის სახელია გამოყენებული აგრეთვე ავტომობილების  „Smart“-ის დასახელებაში. 1998 წელს კონცერმა  Mercedes-Benz დაიწყო მანქანების წარმოება სხვადასხვა ტერიტორიებზე. შტუტგარდში აწყობდნენ პატარა და ელეგანტურ მოდელს შვეიცარულ კონცერთან SMH ერთად, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც საათების Swatch მწარმოებელი. სწორედ აქედან დაერქვა „პაწაწინა“ მოდელს მისი სახელი- Swatch+Mercedes+Art = «Smart».

1,580 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2014
M T W T F S S
« Oct   Dec »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930