18-30 წლის ახალგაზრდებისთვის “წინანდლის პრემიის” მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

კონკურსები

„ზურაბ ჟვანიას ფონდი“ აცხადებს კონკურსს „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად!

პრემია ენიჭება 18-30 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ ნომინაციებში:
– თეატრალური ხელოვნება
– კინოხელოვნება
– მხატვრული ლიტერატურა (პროზა)
– მხატვრული ლიტერატურა (პოეზია)
– მუსიკა
– ფოლკლორი
– სახვითი ხელოვნება
– საბუნებისმეტყველო მეცნიერება

საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა შეუძლია როგორც თავად ავტორს ასევე კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გამომცემლობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაბამისი აპლიკაციის ფორმის მიხედვით.

გამარჯვებული მიიღებს ფულად პრემიას 5000 ლარის ოდენობით.

სააპლიკაციო ფორმების შევსების ბოლო ვადაა 5 დეკემბერი.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 30 74 96
Web: www.zurabzhvania.ge
E-mail: info@zurabzhvania.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები