შთაგონების წყარო: 16 საუკეთესო ფილმი უნივერსიტეტზე. ნაწილი 2

საინტერესო ფაქტები

ადრე ჩვენ უკვე გიამბეთ საუკეთესო ფილმებზე უნივევერსიტეტის, სწავლების, შთაგონების, სტუდენტებსა და ლექტორებს შორის ურთიერთობების შესახებ. ერთ სტატიაში ყველა ფილმი ვერ ჩავტიეთ 🙂 , ამიტომ წარმოგიდგენთ უნივერსიტეტის შესახებ ფილმების სიის გაგრძელებას

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

კურსდამთავრებული (THE GRADUATE)

Jake11

1960-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი, რომელმაც დასტინ ჰოფმანი აქცია ჰოლივუდის ვასკვლავად. ფილმი მოგვითხრობს კოლეჯის კურსდამთავრებულზე, რომელიც ჩაუფიქრდება საკუთარ მომავალს და ირჩევს უნივერსიტეტს სწავლის გასაგრძელებლად.

 

რიტას აღზრდა (EDUCATING RITA)

picture-36

ფილოლოგიისა და ლიტერატურის ლექტორი დაკავდება ახალგაზრდა ქალის აღზრდით, რომელიც მუშაობს სილამაზის სალონში. ფილმი წარმოადგენს ბერნარდ შოუს პიესის „პიგმალიონის“კიდევ ერთ ინტერპრეტაციას

 

სირცხვილი (DISGRASE)

715l+pbpNKL._SL1024_

ფილმი მოგვითხრობს კეიპტაუნის უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორის ბედზე. თავის სტუდენტ გოგონასთან სასიყვარულო რომანის შემდეგ ის დაკარგავს სამსახურს, მეგობრებრებს და ადგილს საზოგადოებაში
პროფესორის როლს ასრულებს ბრწყინვალე მსახიობი ჯონ მალკოვიჩი

 

გამოცდა ორისთვის (ADMISSION)

19.jpeg

ეს ფილმი განწირული იყო ყოფილოყო ჩვეულებრივი რომანტიული კომედია, თუ მასში არ მოგვითხრობდნენ პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტთა შერჩევის პროცესზე. თუ გინდათ იცოდეთ როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტში წარსადგენი დოკუმენტების „პაკეტი“, აუცილებლად უყურეთ ამ ფილმს.

 

ვუნდერკინდები (WONDER BOYS)

12

მაყურებლებმა ამ ფილმს 2000 წლის საუკეთესო ფილმი უწოდეს. კომედიური ჟანრის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს შუახნის ლიტერატურის პროფესორზე, რომელსაც ერთ მშევნიერ დღეს თავს დაატყდება ათასი უბედურება და მის ნიჭიერ სტუდენტზე 🙂

 

ნამდვილი გენიოსები (REAL GENIUS)

rlgns01h

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა გენიოსზე, რომელიც 15 წლის ასაკში ჩაირიცხება უნივერსიტეტში და მაშინვე ყველაზე ნიჭიერ სტუდენტთა ყურადღების ცენტრში ექცევა. ერთად ისინი ქმნიან მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორებსაც კი შეშურდებათ.

 

დიდი მოკამათეები (THE GREAT DEBATERS)

Denzel Washington

ფილმი მოგვითხრობს  პატარა ტეხასური კოლეჯის მასწავლებელზე, რომელიც ამზადებს გუნდს სტუდენტური დებატებისთვის. მათ მოუწევთ დაუპირისპირდნენ ჰარვარდის გუნდს.

 

ელეგია (ELEGY)

1376284738_98197.900x750

კიდევ ერთი შესანიშნავი ფილმი კოლეჯის მასწავლებელსა (ბენ კინგსლი)  და მის ნორჩ, უმანკო სტუდენტ გოგონას (პენელოპა კრუზი)  ურთიერთობის ამბავი

 

16 საუკეთესო ფილმი უნივერსიტეტზე. ნაწილი 1

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები