Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სად მიდის სტუდენტის ჯიბის ფული?

სად მიდის სტუდენტის ჯიბის ფული?
November 21
01:02 2014

სად მიდის სტუდენტის ჯიბის ფული? რამდენს და რაში ხარჯავს კვირაში, თვეში? და როგორია, უფულოდ დარჩენილი სტუდენტი… საქართველოში სტუდენტების ძალიან ცოტა ნაწილი მუშაობს, თანაც ანაზღაურებაც გასათვალისწინებელია, მაგრამ სულ არაფერს ხომ ჯობია?!

როგორც აღმოჩნდა, სტუდენტი ყველაზე მეტად “შესაცოდია”, რადგან გაზომილი თანხით მოძრაობს. იქ ქსეროქსი, ჭამა, გზა… მერე სტუდენტი რომ ხარ, გართობაც ხომ გინდა? გინდა! მთელი თვე იგულავებ, ყველგან წახვალ სადაც შეგეძლება და სადაც შენი ფინანსები მოგცემს უფლებას, მაგრამ თვის ბოლო რომ მოახლოვდება, მერე რას იზამ? ეს პერიოდი ზოგადად ყველასთვის რთულია, მაგრამ იმ სტუდენტისთვის განსაკუთრებით, რომელიც არ მუშაობს და მშობლებს ელოდება.
როგორ გამოვიზოგოთ თანხა?

student

მაგალითად, ჩემი მეგობარი “მარშუტკების” ნაცვლად ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობს, დაზოგილი თანხით კი ან გემრიელად მიირთმევს, ან “შავი დღისთვის” გადანახულ ფულს მიუმატებს…
წარმოიდგინეთ, თბილისში ჩამოსული ხარ, შენ და შენს მეგობარს ბინა გაქვთ ნაქირავები და ორივეს ამოგეწურათ თანხა. არადა, იცით, რომ მშობლებსაც ვერ დაურეკავთ… რა ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი საკვებს მოითხოვს?
“წიგნები ვჭამო ახლა მე? წიგნებიც რომ არ მაქვს, ქსეროქსებს დავაფრიალებ…”

სალომე მირიანაშვილი (TSSU)– ოო, ჯიბის ფული… ეგ ის მომენტია, ყოველთვის რომ გეცოტავება თვალში საფულეში აღმოჩენილი ქაღალდი თუ რკინა. სტუდენტების უმრავლესობა, ისევე, როგორც მე, ფულს გზასა და საჭმელში ხარჯავს, მე სასუსნავების გარეშე არ შემიძლია, მაგრამ ყველაზე საშინელება ქსეროქსია! საქსეროქსოდან გამოსულმა შეიძლება აღმოაჩინო, რომ ნულზე დარჩი 🙂  მე საკმაოდ ეკონომიური ვარ, ასე რომ ხშირად არ მიცარიელდება საფულე, კვირაში ათ ლარამდე მყოფნის.

ირმა მეტეევი(საქართველოს უნივერსიტეტი)– ჩემს უნივერსიტეტში, საბედნიეროდ, წიგნების ნაკლებობა არ არის, ამიტომ ქსეროქსშიც არ მეხარჯება ფული. თუმცა ლექციებს შორის ერთსაათიანი დასვენებები მაქვს, ამიტომ ხშირად ვჭამ და თანხის უმეტესობაც ამაში მიდის. სტუდენტი რომ ხარ, გართობაზე უარს ვერ იტყვი. ლექციების შემდეგ, თითქმის ყოველდღე სადმე უნდა წავიდეთ, ესეც ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ გართობად ღირს!

ნინო კალატოზიშვილი (საქართველოს უნივერსიტეტი)– სწავლასთან პარალელურად ვმუშაობ, კვირაში კი დაახლოებით 50-70 ლარს ვხარჯავ. ძირითადად გზაში, სწრაფი კვების ობიექტებსა და გართობაში. საბედნიეროდ, ამ ყველაფერს ქსეროქსი არ ემატება, უნივერსიტეტში ზრუნავენ ამაზე.

ანანო რატიანი (სოხუმის უნივერსიტეტი)– რაც ჩემს საფულეს აცარიელებს, ეს არის ქსეროქსი! თითქმის ყოველდღე დაახლოებით ხუთი ლარის ქსეროქსს ვაკეთებ, სხვა გზა არ არის. ამას კიდევ დამატებული სხვა აუცილებელი ხარჯები…

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

 

როგორც აღმოჩნდა, სტუდენტების უმრავლესობის ჯიბის ფულის მტერი ქსეროქსია 🙁  ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევაც ქსეროქსის გაკეთების შემდეგ გზის ფულიც რომ აღარ დაგვრჩენია. აი აქ კი სტუდენტური ბარათი გამოდის ასპარეზზე, რომელზეც რაღაც თანხა მუდმივად უნდა გედოთ, რა იცი, იქნებ ქსეროქსმა, ან უბრალოდ ჭამის სურვილმა საფულედან ბოლო ხურდებიც ამოგაცალოს…

ავტორი: თამარ თურქია

773 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2014
M T W T F S S
« Oct   Dec »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930