ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

აშშ-ის საელჩო აცხადებს საზაფხულო გაცვლით პროგრამას ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი სტუდენტებისათვის.

პროგრამის განხორციელების დრო: 2015 წლის ივნისი-ივლისი. ზუსტი თარიღისა და მასპინძელი უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა გააგზავნონ ელექტრონულად მისამართზე – KuchukhidzeT@state.gov

გაგზავნილი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:

– შევსებულ სააპლიკაციო ფორმას, ესეს თანხლებით
– თქვენი უნივერსიტეტის პროფესორის მიერ დაწერილ სარეკომენდაციო წერილს
– 2013-14 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის ნიშნების ფურცელს

პროგრამაში მონაწილის ყველა ხარჯს დაფარავს ამერიკის საელჩო.

მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

აპლიკაციის შევსების ვადა 2014 წლის 19 დეკემბერს იწურება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამერიკის საელჩოს ვებგვერდს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები