სტაჟირება ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

დასაქმება

ს.ს.ი.პ. “საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია” ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის აცხადებს სტაჟირებას.

ადგილმდებარეობა: თბილისი.
ანაზრაურება: ანაზღაურების გარეშე.
ვადა: 3 თვე.

ძირითადი მოვალეობები:

პრესის არქივის მოწესრიგება, ყოველთვიური ანალიზის პროექტის გაკეთება;
კვირაში ერთხელ მედია მონიტორინგის გაკეთება;
სოციალურ ქსელებში ასოციაციის მხარდამჭერი პოსტების განთავსება და მონიტორინგი;
ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილობის მიღება;
ტექსტების თარგმნა;
შიდა და გარე კომუნიკაციის მონიტორინგი.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტი.
უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, გერმანული, რუსული)
კომპიუტერული პროგრამების (MS Window, MS Word, MS PowerPoint, Excel) სრულყოფილი ცოდნა;
კომუნიკაბელურობა;
ორგანიზებულობა;
პასუხისმგებლობა;
დისციპლინირებულობა.

კონკურსში მონაწილეთა მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი, ელ. მისამართზე: pr@gba.ge 2014 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით. წერილში (subject) გთხოვთ, მიუთითოთ ფაკულტეტის და უმაღლესი სასწავლებლის ზუსტი დასახელება.

საკონტაქტო ნომერი: (+995 32) 2 183486.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები