Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

Google-ის კონკურსი “Online Marketing Challenge” სტუდენტებისთვის

Google-ის კონკურსი “Online Marketing Challenge” სტუდენტებისთვის
November 24
11:23 2014

25 ნოემბერს Google-ს მიერ ორგანიზებული კონკურსის პრეზენტაცია გაიმართება. შეხვედრაზე საუბარი იქნება Google-ს კონკურსის პირობებზე და მასში ქართველი სტუდენტების მონაწილეობის მიღების შესაძლებლობებზე.

დასაწყისი: 18.00 საათზე.

მისამართი: ფრონტლაინ კლუბი საქართველო (Frontline Club Georgia), ლადო ასათიანის ქ. #62.

Google Online Marketing Challenge წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტებისათვის. ამ კონკურსის ფარგლებში სტუდენტებს შეეძლებათ, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე აწარმოონ ონლაინ მარკეტინგული კამპანია Google AdWords-ისა და Google+ გამოყენებით.

ბოლო 7 წლის განმავლობაში ამ კონკურსში 80,000 მეტმა სტუდენტმა და ამ სტუდენტების პროფესორმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეები მსოფლიოს თითქმის 100 ქვეყნის წარმომადგენლები არიან.

კონკურსის მონაწილეებს Google გადასცემს 250 დოლარს, AdWords-ის სარეკლამო ბიუჯეტის სახით. კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა შეიმუშავონ და აწარმოონ ონლაინ სარეკლამო კამპანია ბიზნეს ან არაკომერციული ორგანიზაციისათვის, სამი კვირის განმავლობაში. ონლაინ კომუნიკაციის ყველაზე წარმატებული კამპანიები დაჯილდოვდება სხვადახვა პრიზებით, მათ შორის გამარჯვებული გუნდებისათვის გათვალისწინებულია ვიზიტები Google-ის ოფისებში.

კონკურსში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამიდან ექვსი საბაკალავრო ან სამაგისტრო კურსის სტუდენტისაგან. დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

362 ნახვა
Tags
Share

About Author

curly

curly

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2014
M T W T F S S
« Oct   Dec »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930