სახალხო დამცველის აპარატი სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს

კონკურსები

სახალხო დამცველის აპარატი სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს თემაზე – „იძულებით გადაადგილება – დევნილობა საქართველოში“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.

კონკურსის ორგანიზატორია „იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებულთა საკითხებში საქართველოს სახალხო დამცველის დახმარების პროექტი“, რომელიც დაფინანსებულია გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატისა და ევროსაბჭოს ოფისების მიერ.

თემის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 1000 სიტყვისა.

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და პრიზებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ ნაშრომის ელექტრონული ვერსია ელ–ფოსტაზე: essay.ombudsman@gmail.com ან ნაბეჭდი ვერსია მისამართზე: თბილისი, რამიშვილის #6, სახალხო დამცველის ოფისი.

მიწოდებულ მასალას აუცილებლად თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

კონკურსის მონაწილეებმა ნაშრომები უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 31 დეკემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
ტელ.: +995(32) 2234499; 2913814
ელ–ფოსტა: essay.ombudsman@gmail.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები