სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია “თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის პრობლემები”

განათლება

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით იგეგმება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია “თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის პრობლემები.” კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა საწყის ეტაპზე უნდა წარმოადგინონ ანკეტა, სადაც მოცემული იქნება ერთ გვერდიანი ან გვერდნახევრიანი აბსტრაქტი, რომელშიც მოკლედ უნდა აღწერონ თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის პრობლემები. სურვილისამებრ შეიძლება დაუკავშირონ ნაშრომი სასკოლო, საუნივერსიტეტო ან პროფესიულ განათლებას.

ნაშრომის წარმოდგენა შეიძლება წყვილში ან ინდივიდუალურად. აბსტრაქტების წარმოდგენის შემდეგ შეირჩევა 10 მონაწილე. კონფერენციაზე თემის წარდგენა უნდა მოხდეს power point-ით. თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა 15 წუთი (10 წუთი – მოხსენება, 5 – კითხვები).

ნაშრომებს შეაფასებს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული 4 კაციანი ჟიური. გამოვლინდება 3 საუკეთესო ნაშრომი, რომელთა ავტორები დაჯილდოვდებიან სპონსორების მიერ დაწესებული პრიზებით. ყველა მონაწილეს, „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ სახელით გადაეცემა სერტიფიკატი.
აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი 00:00 საათი

საჭირო დოკუმენტები იხილეთ ბმულზე

დაინტერესებულმა პირებმა ნაშრომები უნდა გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე : gyp.conference@gmail.com
საკონტაქტო პირი: 598 75 03 89
გისურვებთ წარმატებებს!

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები