Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გამოქვაბულიდან მიწისქვეშა გადასასვლელამდე

გამოქვაბულიდან მიწისქვეშა გადასასვლელამდე
December 01
12:43 2014

სახვითი ხელოვნების დარგებით ტკბობა ერთ-ერთი საშუალებაა იმისათვის , რომ გამოვხატოთ შინაგანი ემოციები ; დღევანდელი თემა მინდა სრულყოფილად მოიცავდეს მხატვართა იმ ჯგუფს , რომლებმაც წინა საუკუნიდან დაიწყეს ჩვენი ქუჩების გალამაზება , ამგვარად კი დღეს ”ქუჩის მხატვრობას” და მათ შემოქმედებს შევეხები.

თქვენი ყურადღების მოპყრობას პირველრიგში ჰიპოკრატეს შესანიშნავი და უკვდავი ფრაზით დავიწყებდი, რომ ‘’ სიცოცხლე ხანმოკლეა. ხელოვნება მარადიული.’’

მისი ფართო სპექტრი მოიცავს მთელ კაცობრიობას. როგორც ჟანგბადი, როგორც წყალი ესაჭიროება ადამიანს ასევე სჭირდება მას ხელოვნება , მიუხედავად იმისა არის თუ არა ის ხელოვანი.
’სინამდვილეში ხელოვნება , როგორც ასეთი, არ არსებობს . არსებობენ მხოლოდ ხელოვნები.’’ ამბობდა ე. ჰ. გომბრიხი. თუმცა ჩვენი ყოფა თავად გვხდის ხელოვნებს.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  
პირველად იყო ადამიანი და პირველადვე იყო ხელოვნება . ამ პირველყოფილურ ნიმუშებს ჩვენ ვხვდებით გამოქვაბულის კედლებზე და არა ტილოებზე , არა ქაღალდსა და სხვა თანამედროვე საშუალებებზე; თუმცა მათი ხილვისას თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ თუ რამდენად დიადი ქმნილება შექმნეს იმ ადამიანებმა , რომლებსაც ევოლუციის ამ ციკლზე დაფიქრებაც კი არ შეეძლოთ; ისინი ხატავდნენ , ისინი ქმნიდნენ სხვადასხვა რიტუალურსა თუ ნადირობის სცენებს; გამოსახავდნენ ცხოველებსა და ადამიანებს; მათ არ სჭირდებოდათ არაფერი გარდა ფერადი თიხისა და კედლისა.

horse

art_11
მინდა ეს პარალელი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი სტატიის ბოლოს მკვეთრად შევიგრძნობთ სასიამოვნო აღმოჩნდეს თქვენთვის;

ევოლუციურმა განვითარებამ ადამიანი უფრო მეტად დახვეწა , გაზარდა და მისცა საშუალება შეექმნა ყოველივე; გამოქვაბულიდან გამოსულებს , გარკვეული დროის შემდეგ , ბუნებისგან სხვადასხვა საშუალებები გვერგო სახატავად; ნელ-ნელა განვითარებამ უფრო მეტად კომფორტული გახადა ხელოვნების ნიმუშის შესრულება ფურცლებზე თუ ტილოებზე;  საბოლოოდ კი ჩვენ მივიღეთ სრული თავისუფლება, გამოხატულების მხრივ, რადგან დღეს თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ვხატოთ , რაზეც და როგორც გვინდა. მიუხედავად ამისა დღევანდელი ჩვენი თემა,  ერთმხრივ გვაბრუნებს პირველ ხელოვნებასთან , მეორე მხრივ კი წარმოგვიდგენს ახალ ხელოვნებას.

1980 წლიდან გამოქვაბულები მიწისქვეშა გადასასვლელებმა შეცვალა , ხოლო ფერადი თიხა პულივიზატორებმა ; ადამიანი კი ისევ უცვლელად განაგრძობდა თავის საქმიანობას. მხატვრობის ეს სახეობა , რომელსაც სხვაგვარად ‘’ქუჩის მხატვრობას’’ უწოდებენ პირველად ამერიკაში გახდა პოპულარული. წინა საუკუნის გამოგონება ერთ-ერთი საშუალება აღმოჩნდა მძაფრი პროტესტის გამოსახატავად. ხელოვნება კი პროტესტის გარეშე ვერ ლაპარაკობს.

თავისუფალი ენა ქუჩის კედლებზე პირველად გერმანელებმა შექმნეს, ეს გახლდათ მუსოლინის ჩვეული გამოსახულება. შემდეგ თანდათანობით დაიწყო აღმავლობის ხანა , თუმცა საქმე არც ასე მარტივად ყოფილა. ,,ქუჩის მხატვრებს’’ კანონი სულაც არ იცავდა ამიტომ, როდესაც ქალაქი მიიძინებდა მხატვრები შთაგონებით აღსავსენი, ძველ შენობებს მიადგებოდნენ . ღამის ნაცრისფერ კედლებს ისე შეალამაზებდნენ , რომ კვალსაც არ დატოვებდნენ .BA0031 Banksy - Child No Future Street Graffiti Stencil Art

ხოლო დილით ფერადი და შთამბეჭდავი გამოსახულების ბოლოს , მხოლოდ დამახასიათებელ ფსევდონიმებს თუ წააწყდებოდით, დანარჩენი კი მათ შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ამიტომ ხშირად ‘’ქუჩის ხულიგნებს’’ ან ‘’ღამის მხატვრებს’’ უწოდებდნენ

ინგლისელი მხატვარი ბენქსი სტენსის ის ინკოგნიტო მხატვარია , რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, თუმცა მის შესახებ არავინ არაფერი იცის. იგი ბრიტანეთში თავისუფალი ხელოვნების მეფედ ითვლება.

‘’ჩემი შთაგონების წყარო დანგრეული კედლებია; მასზე მე ჩემს გრძნობებს ვხატავ. არც პოპულარობა მინდა და არც ჩემს ნახატებს ვყიდი. კმაყოფილი ვარ იმითაც , რომ ჩემი ნამუშევრები ვიღაცას მოსწონს.-ამბობს ბენქსი.art_12

თუმცა მისგან დამოუკიდებლად , მისი ნახატების ფასი უკვე ათიათას დოლარზე მეტს აღწევს. მყიდველმა კი თავად უნდა იზრუნოს იმაზე თუ როგორ მოხსნის ნამუშევარს ადგილიდან .

მას მთელი მსოფლიო იცნობს და მოსწონთ მისი ასეთი ქარიზმა , რომელიც ‘’დაფარულ’’ ცხოვრებაში იმალება. როგორც ბენქსი ფიქრობს სტენსილით რევოლუციები იწყება ომები კი ჩერდება. რაშიც ნამდვილად დავეთანხმებოდი.

ნელ-ნელა მსოფლიოს მოდებულმა თავისუფალმა მხატვრობამ  საქართველოშიც შემოაღწია. პირველად ბენქსის მიმდევრევრები 5-6 წლის წინ გამოჩნდნენ  მისი ცნობილი  ვირთხებით. დღეს კი არამარტო თბილისში , არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქუჩის მხატვრობას არაერთი მიმდევარი ჰყავს.  ბევრი ლაპარაკი მე რომ აღარ გაგიგრძელოთ სასიამოვნო იქნებოდა მათ შეხედულებებს თავად გასცნობოდით.

ვეცადე ჩვენთვის უფრო მეტად ცნობადი და საყვარელ მხატვრებს გავსაუბრებოდი.

 Dr.love სტენსილის ის მხატვარია , რომლის ნამუშევრებს ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვხვდებით;

art_10art_4art_8“გამორჩეული ემოცია სწორედ ,მაშინ მაქვს როცა დასრულებულს ვუყურებ. არასდროს არვიცი ბოლომდე როგორი გამოვა იმიტომ, რომ რაღაცას მაინც ვიტოვებ ხოლმე იმპროვიზაციისთვის.ისე ბევრი სხვა მომენტიცაა, თვითონ მომზადების პროცესის, გვიან ღამით გასვლის, როცა ყველა კომფორტულად სახლში ან მეგობრებთან არის და შენ სადღაც რაღაცას აკეთებ…ნუ ის რომ არასდროს არ იცი ვინ გაგაჩერებს, და დაგადგება თავზე, ეს იქნება პოლიციელი თუ ადგილობრივი მცხოვრები , ეგეც ცალკე გართობაა და ადრენალინი რაღაც პონტში. პროტესტი თვითონ სტრიტარტია, ანუ არაა აუცილებელი ცალკეულ ნამუშევარი ატარებდეს თვითონ პროტესტს.. ვცდილობ შინაარსის გარეშე არაფერი გავაკეთო ხოლმე და მაქსიმალურად ვეცადო პოზიტივისკენ წავიყვანო ვიდრე უარყოფითისკენ...”-ამბობს მხატვარი

ხოლო კომერციალიზმზე თავისუფალმა მხატვარმა სწორედ , რომ შესაბამისად მიპასუხა, რაც ჩემთვის ზედმეტად სასიამოვნო აღმოჩნდა:

მიუხედავად იმისა რომ ჯერ ჩვენ ბევრად “ჩამოვრჩებით”, ჩვენი ქალაქის სტრიიტ არტით და ურბანული ცხოვრებით, კომერციული ალღო ძალიან კარგად დავუჭირეთ და დღეს ყველას რეკლამაზე და დეკორზე გრაფიტი უნდა…ვცდილობ ამაში რაც შეიძლება ცოტა დოზით გავერიო და მხოლოდ მაშინ ვთანხმდები, როცა აბსოლიტურად თავისუფალი ვარ მუშაობის პროცესში და ჩემთვის საინტერესოა”

art_7

შემდეგ რესპოდენტად კი ასევე ყველასთვის ნაცნობი Gogosh ავირჩიე; რომელმაც მსუყე პასუხებით მთელი ქუჩის მხატვრობა მიმოგვიხილა.

-მინდა მოკლედ გვესაუბრო იმ გამორჩეულ ემოციებზე, რომლებიც street art-ს ახლავს 

ემოცია დამოკიდებულია იმაზე თუ რა მურალს ხატავ, კონცეფციაზე და ადგილზე სადაც მუშაობ. თუ მთავარ ქუჩაზე გიწევს მუშაობა ფოკუსირება გიჭირს, რადგან ცალი თვალი სულ პატრულისკენ გიჭირავს, ამიტომ სწრაფად ხატვისთვის სტანსილის გამოყენება გიწევს, რა თქმა უნდა ამას თავისი ეშხი აქვს, მსუბუქი კრიმინალი ალბათ ყველა ადამიანში გამოყოფს ენდორფინებს, ამას ემატება გრძნობა რომ ამ არალეგალური საქციელით შენს სათქმელს ამბობ, რაღაცას ტოვებ შენს უკან, რასაც საზოგადოება ნახავს, ზოგი ვერც შეამჩნევს, ზოგი ინტერპრეტაციას გაუკეთებს, ზოგი სელფს გადაიგებს, სულ ერთია ვინ როგორ გაიგებს, მთავარია, რომ შენ მათში რაღაც ემოციებს აღძრავ და ეს კარგია, ძალიან კარგი.

art_6

art_3

 

ბენქსიმ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში , ადამიანს სულ 4 რამ სჭირდება: ძილი, ჭამა, სექსი და შურისძიება. შეიძლება შურისძიება ამ შემთხვევაში გადაჭარბებული ტერმინია მაგრამ სტრიტ არტში არის პროტესტის გრძნობა, სისტემის ან მახინჯი ცნობიერების წინააღმდეგ წასვლა, რაც ერთგვარი შურისძიებაა. თვითგამოხატვა ყველა ადამიანს სჭირდება და თუ შენს სათქმელს ამით მთელ ქალაქს ეუბნები, ეს ხომ გენიალურია!

მეორე შემთხვევაში, როცა მთავარ ქუჩაზე არ ხატავ, შეგიძლია ხელით იმუშაო, აეროზოლებით, ნახშირით, პასტელით, მიქს მედია ყოველთვის საინტერესოა, დაკვირვებულად, ნელა აკეთებ, შეგიძლია დეტალებზე ორიენტირდე, ხატვის პროცესით ისიამოვნო და მთლიანად ჩაეფლო. ვერ გამოვყოფ რომელი უფრო მომწონს, ორივეს თავისი ეშხი აქვს.
კიდევ არის ლეგალური არტი, როცა ნებართვას იღებენ შენთვის, წინასწარ ათანხმებ, სპეციალურ კომბინიზონს გაძლევენ და შეიძლება ფულიც გადაგიხადონ. ჩემი აზრით ეს მოსაწყენია, თუმცა ამგვარი მურალებიც ლამაზიგამოდის, osgemoes, sam3, blu-მ ბევრი ქალაქი ზღაპრულ სამყაროდ აქციეს თავიანთი ჭრელი ნახატებით. დიდი ამბავი ცოტა ფულიც თუ გააკეთეს.

art_9

– მოგვიყევი შენს რამდენი მენამუშევრებზე , რომლებშიც ყველაზე მეტი პროტესტი იგრძნობა შენი მხრიდან .

მე არ ვთვლი რომ ჩემი ნამუშევრები მხოლოდ პროტესტია, ეს არ არის მოლოტოვის კოქტეილი სპეცნაზს, რომ ესროლო, ან ნერწყვი ვინმეს რომ შეაფურთხო, ეს მესიჯებია, სოციალური ცნობიერების გამოსაცოცხლებლად მიმართული. ეხლა რასაც ვაკეთებ არის კოლაბორაციული პროექტი, მხატვრებთან და მწერლებთან ერთად . ვხვდებით, სპონტანურად ვწერთ ლექსს, მერე ვხატავთ იგივე კონცეპციაზე, მოზაიკებს ვაკეთებთ და ქუჩაში ვაკრავთ. ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ქართული ხელოვნებისთვის, რადგან კოლაბორაცია თითქმის არ არსებობს საქართველოში. არადა ამის გარეშე შეუძლებელია გამოცდილების და ცოდნის გაცვლა, საერთოდ არტ სივრცის შექმნა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა , რომ მომავალში ხელოვნების ეს სფერო მთლიანად კომერციამ ჩაითრიოს?

art_5

ამის საშიშროება არის, მცირე ბიზნებესისთვის უკეთესია სტრიტ არტარტისტს გადაუხადოს და ცენტრალურ ქუჩაზე რომელიმე კედელზე მიატყეპებინოს რეკლემა, ვიდრე ძვირ ბილბორდებში გადაიხადოს ფული, რომელსაც რამოდენიმე თვეში ჩამოხსნიან, როცა სტრიტ არტის წაშლას უფრო დიდი ხანი სჭირდება.

თუმცა მე არ ვთვლი, რომ ამ აქტივობას რაიმე საერთო აქვს ხელოვნებასთან. ჩემი აზრით მახვილი მესიჯების გარეშე სტრიტ არტი არაფერია, ხელოვანის გამოწვევა უნდა იყოს ამ შეტყობინების ფორმა და კარგად შეფუთვა, მან თვალი უნდა მოგჭრას, თავი დაგამახსოვროს და აუცილებლად დაგაფიქროს, ტვინი გაჭყლეტინოს.

ამგვარი კრიმინალი სრულიად მისაღებია. ეს აუცილებელიცაა, გახვიდე კონტექსტიდან, შეხედო პრობლემას ყუთის გარედან, დაშალო ეს ყუთი, აიღო ბასრი საჭრელი და კარგი სტენსილი გამოჭრა ამ პრობლემის შენი ენით გადმოსაცემად. საერთოდ, ნიცშე თვლიდა, რომ ყველა ბრწყინვალე გონება კრიმინალი იყო და მათთვის სისტემას ხელი არ უნდა შეეშალა, მე თუ არ დამიჯერებთ აღიარებულ ფილოსოფოსს მაინც ენდეთ, მხოლოდ ამგვარად თუ შეიცვლება ცნობიერება კარგისკენ, მხოლოდ ამგვარად თუ გაფერადდება ჩვენი ნაცრისფერი ქალაქი, მერე იქნებ უფრო მეტიც გავიღიმოთ ერთმანეთს.

ავტორი: ნუკა იოსელიანი

993 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2014
M T W T F S S
« Nov   Jan »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031