სტუდენტებისთვის ელექტრონიკასა და რობოტოტექნიკაში ტრეინინგები გაიმართება

განათლება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პროგრამის – „ახალგაზრდა ტრენერთა ჩართულობით ტრენინგი – იდეიდან პროტოტიპამდე“ – ფარგლებში, იწყებს ტრენინგს ელექტრონიკასა და რობოტოტექნიკაში ტრენერთა მომზადების მიზნით.

ტრენინგი დაიწყება 8 დეკემბერს და დასრულდება 26 დეკემბერს.

ტრენინგის მონაწილეებს ტრენინგის დასასრულს ჩაუტარდებათ ტესტირება, რომლის საფუძველზეც მათ გადაეცემათ „ახალგაზრდა ტრენერის“ სერტიფიკატი, ჩაერთვებიან სწავლების პროცესში და მიიღებენ ანაზღაურებას.

ტრენინგში მონაწილეობის უფლება აქვთ ფიზიკის, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სტუდენტებს.
სტუდენტების შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭება ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სტუდენტებს.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა საკონტაქტო (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა) ინფორმაცია უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Lgabisonia@gita.gov.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების პროექტის კოორდინატორი
ლევან გაბისონია
ტელ.: (995) 595 05 74 49
ელფოსტა: Lgabisonia@gita.gov.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები