ვაკანსია გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე

დასაქმება

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მიკრო ბიზნეს კაპიტალი” აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების შესწავლა;
  • მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთება და პროდუქტების გაყიდვა;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • სამიზნე ჯგუფებში სარეკლამო მასალის დარიგება-გავრცელება;
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი), სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/საბანკო საქმის სფეროში;
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
    საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV  გადმოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი რეზიუმე/CV არ იყოს განხილული.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები