შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდიები სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის

გაცვლითი პროგრამები

ბალტიის ზღვის რეგიონის თანამშრომლობის შვედეთის ინსტიტუტი აცხადებს სტიპენდიების პროგრამას 2015/2016 აკადემიური წლისათვის, SI Visby პროგრამის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს საქართველოდან, ბელორუსიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, მოლოდოვეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან.

კონკურსში გამარჯვებულებს საშუალება ეძლევათ გააგრძელონ სწავლა მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ან ჩაატარონ კვლევები შვედეთის უნივერსიტეტებში.

PhD სტუდენტებსა და პოსტ დოქტორანტურის მკვლევარებს შვედეთის უნივერსიტეტში კვლევების ჩატარება შეუძლიათ შემდეგი პერიოდით:
• PhD სტუდენტი – 12 თვემდე
• პოსტდოქტორი – 6, 9 ან 12 თვე
• უფროსი მეცნიერი – 6 თვემდე

სტიპენდიის ოდენობა:
• PhD სტუდენტი – თვეში 15,000 შვედური კრონი
• პოსტდოქტორი – თვეში 18,000 შვედური კრონი
• უფროსი მეცნიერო – თვეში 18,000 შვედური კრონი

სადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ლინკზე.

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს შეუძლიათ მიიღონ სტიპენდიები ერთწლიან (60 კრედიტი) ან ორწლიან (120 კრედიტი) სამაგისტრო პროგრამაზე, 2015 წლის შემოდგომის სემესტრიდან. ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიის მფლობელს შეუძლია დამატებითი სტიპენდიების მიღება შვედეთში სტაჟირებისთვის (5 თვემდე ვადით).
სამაგისტრო სტიპენდიები ფარავს სწავლის გადასახადსა და შვედეთში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თვეში 9,000 შვედური კრონის ოდენობით.

სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ლინკზე.

PhD სტუდენტების, პოსტდოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის სააპლიკაციო ფორმების შევსების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 იანვარი.

სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის საბუთების მიღება 2 ეტაპად წარიმართება: 2015 წლის 15 იანვრამდე – შვედეთის ცენტრალურ მისაღებ სისტემაში (www.universityadmissions.se) და შემდგომ, 2015 წლის 2-13 თებერვლამდე – უშუალოდ SI სტიპენდიების პროგრამისთვის (www.studyinsweden.se).

SI Visby სტიპენდიების პროგრამასთან დაკაშირებით დამატებით ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:
მარკუს ბომანი (Markus Boman), პროგრამის მენეჯერი
ელ-ფოსტა: markus.boman@si.se
ირინა ოვჩინიკოვა (Irina Ovchinnikova), პროგრამის ადმინისტრატორი
ელ-ფოსტა: irina.ovchinnikova@si.se

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები