Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სამსახური და სწავლა – რა შეღავათები არსებობს დასაქმებული სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში

სამსახური და სწავლა – რა შეღავათები არსებობს დასაქმებული სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში
December 06
04:14 2014

თქვენ დასაქმებული სტუდენტი ხართ? – არც ისე მარტივი კითხვაა. ქართულ რეალობაში ხომ ანაზღაურებადი სამსახურის შოვნა, მითუმეტეს სტუდენტისთვის, დიდი ფუფუნებაა. შესაბამისად, არც თუ ისე ბევრია სტუდენტი, რომელიც სწავლის პარალელურად მუშაობს. ასეთები კი ლექციებსა და სემინარებზე სიარულს პრაქტიკულად ვერ ახერხებენ, არადა მათი გაცდენა საბოლოო შეფასებზე დიდი გავლენას ახდენს და ხშირ შემთხვევაში ეს „პერსპექტიული ახალგაზრდები“ უმაღლესებიდან გარიცხვის კანდიდატებიც ხდებიან.

part_time_jobs

რა უნდა ქნას სტუდენტმა, რომელიც იძულებულია იმუშაოს, თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი სწავლის გადასახადი თვითონვე იხადოს?!

Studinfo.ge დაინტერესდა, არსებობს თუ არა სპეციალური საშეღავათო სისტემა საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში.

თემაზე მუშაობისას მივმართეთ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტებს.

როგორც გაირკვა, ყველაზე აწყობილი სისტემა ამ მხრივ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშია. აქ სპეციალური საშეღავათო სისტემა „ინდივიდუალური გრაფიკი“ არსებობს, რომელიც სემესტრის ბოლოს სტუდენტს გაცდენილი საათების ანაზღაურების საშუალებას აძლევს. ამისთვის სტუდენტმა უნივერსიტეტის თვითმმართველობაში უნდა წარადგინოს სამსახურისა და ხელფასის შესახებ ცნობა, დაწეროს განცხადება, რის შემდეგაც მას ელექტრონულ ჟურნალში სპეციალური გრაფა გაეხსნება – „გრაფიკოსანი“. სტუდენტი ლექტორთან შეთანხმებით, აბარებს დამატებით ერთ გამოცდას, მისთვის სასურველ დროს და ამ გამოცდაზე უმაღლესი ქულა, სწორედ სემესტრის განმავლობაში სემინარებზე მოსაპოვებელი მაქსიმალური ქულით განისაზღვრება.

სტუ-ს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისთის მიხეილ აქუბარდიას განმარტებით, „ინდივიდუალური გრაფიკით“ სარგებლობა მხოლოდ იმ სტუდენტებს შეუძლიათ, რომლებიც მუშაობენ ან ვარჯიშობენ და ქვეყნისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსებას იცავენ. რაც შეეხება სტატისტიკას, სემესტრის განმავლობაში ინდივიდუალური გრაფიკით 2 ათასამდე სტუდენტი სარგებლობს.

ვაჟა გიგოლაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე მე-4 კურსზე სწავლის პარალელურად მუშაობს და უნივერსიტეტში სიარულს პრაქტიკულად ვერ ახერხებს, თუმცა მას შეუძლია, ლექტორთან შეთანხმებით სემესტრის ბოლოს მისთვის მოსახერხებელ დღეს, დამატებით ერთი გამოცდა ჩააბაროს და ამით სემინარების გაცდენისას დაკარგული ქულები აინაზღაუროს. როგორც თავად ამბობს, ვაჟამ საშეღავათო სისტემის არსებობის შესახებ გასულ წელს გაიგო და ისარგებლა კიდეც. სწორედ „გრაფიკის“ დახმარებით შეძლო შესაბამისი კრედიტების აღება და კურსის დახურვაც. ამბობს, რომ იმავეს აპირებს მიმდინარე სემესტრშიც.

„გრაფიკით“ უნდა ისარგებლოს თედო წულაიამაც, რომელიც მართალია, არ მუშაობს, მაგრამ სპორტითაა დაკავებული და ფეხბურთში სისტემატიურად ვარჯიშობს. შესაბამისად, ლექციებსა და სემინარზე სიარულს ვერც ის ახერხებს და ერთადერთი გამოსავალი გაცდენილი საათების ასანაზღაურებლად ამ საშეღავათო სისტემით სარგებლობაა. როგორც თავად ამბობს, მის ჯგუფში მორაგბეებიც არიან, რომლებიც გრაფიკით აქტიურად სარგებლობენ. თუმცა, არიან ისეთებიც , რომლებმაც ე.წ. „გრაფიკის“ შესახებ არაფერი იციან.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

 

შემდეგი გაჩერება „ილიაუნია“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ლექციებზე დასწრების ვალდებულება არ აქვთ, რადგან ამაში მათ ქულები არ ეწერებათ. თუმცა, ისინი ვალდებულები არიან, შუალედური გამოცდები ჩააბარონ. ლექტორი სტუდენტს გადაბარების შანს მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევაში აძლევს. გადაბარება შესაძლებელია საბოლოო გამოცდიდან 10 დღის განმავლობაშიც, თუმცა ეს მხოლოდ საგნების გარკვეულ ნაწილში ხდება და შესაბამისი ბრძანებითაც რეგულირდება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტები თავად ირჩევენ ლექტორებს, სააუდიტორიო საათებს და თავად საზღვრავენ გრაფიკს. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სალექციო საათები კი ძირითადად საღამოს საათებშია. თუმცა ამასთან, სწავლის პროცესი იყოფა რამდენიმე ნაწილად: სალექციო-სააუდიტორიო მეცადინეობა, დამოუკიდებელი მუშაობა, შუალედური და დასკვნითი გამოცდები. ამ კომპონენტების შეკრებით გამოითვლება საბოლოო კრედიტი. შესაბამისად, თსუ-ში სწავლა ზემოხსენებული კომპონენტების აუცილებელ შესრულებას გულისხმობს.

კავკასიის უნივერსიტეტში მე-3-მე-4 კურსის სტუდენტებისთვის ლექციები ძირითადად საღამოს საათებშია.

რაც შეეხება, საქართველოს სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტს, სტუდენტები ვალდებულები არიან ლექციებზე იარონ, რადგან ისინი საპასუხისმგებლო პროფესიას ეუფლებიან და მომავალში მათ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა დაიცვან. შესაბამისად, ერთდროულად სწავლა და მუშაობა ამ სპეციალობისთვის შეუთავსებელია.

რაც შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურს, უმაღლესი საგანმანათლებლო სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურა) გაწვევის გადავადება ხდება. შესაბამისად, სტუდენტს, რომელიც ირიცხება უნივერსიტეტში ჯარში არ იწვევენ და აღნიშნულს კანონმდებლობა არეგულირებს.

ახლა კიდევ ერთხელ გკითხავთ, თქვენ დასაქმებული სტუდენტი ხართ? 🙂

ამრიგად, უნივერსიტეტების ძირითად ნაწილში ბაკალავრიატის სტუდენტებს სწავლისა და მუშაობის შეთავსება პრაქტიკულად არ შეუძლიათ. თუმცა სწავლის დამთავრებისთანავე, სამსახურის დაწყების მსურველთათვის უმთავრესი მოთხოვნა დიპლომის არსებობასთან ერთად სამუშაო გამოცდილების ქონაცაა, რომლის მიცემაზეც არც უნივერსიტეტების ძირითად ნაწილში და არც კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებებში საჭირო დონეზე არ ზრუნავენ.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

1,915 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2014
M T W T F S S
« Nov   Jan »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031