სტუდენტური პროექტების დაფინანსების მიზნით ფონდი იქმნება

განათლება

ვიცე–პრემიერი კახი კალაძე სტუდენტებს ფონდის შექმნას დაჰპირდა.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ფონდი სტუდენტებს საშუალებას მიცემს ენერგეტიკულ საკითხებზე პროექტები შექმნან. საუკეთესო პროექტები კი დაფინანსდება.

“ძალიან მინდა თქვენი ჩართულობა ენერგეტიკის მიმართულებით. მაქვს ძალიან საინტერესო იდეა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, სტუდენტებს ძალიან გაუხარდება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვქმნით ფონდს, რომელიც დააფინანსებს მათ მიერ წარმოდგენილ პროექტებს. იქმნება სპეციალური ბორდი, რომელიც მიიღებს და განიხილავს ამ პროექტებს. ჩვენ დავაფინანსებთ იმ პროექტებს, რომლებიც ჩვენთვის, ენერგეტიკის განვითარებისთვის საინტერესო იქნება,” – განაცხადა კალაძემ.

ფონდის სახელის შერჩევა ვიცე–პრემიერმა სტუდენტებს სთხოვა.

კახა კალაძის სტუდენტებთან შეხვედრას ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რეზო არველაძე და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ესწრებოდნენ.

ეკა არის© წივწივაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები