ღია კარის დღე – არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია

განათლება

არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა ხელოვნების მიმართულებით 2015

სამაგისტრო პროგრამის აღწერა

„თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი“ გთავაზობთ ცხრა თვიან, არაფორმალურ სამაგისტრო პროგრამას ხელოვნების მიმართულებებით.
„თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი“-ის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული საგანმანათლებლო პროგრამა უნიკალურია მისი სწავლების ფორმით საქართველოში. იგი სტუდენტს საშუალებას აძლევს დაეუფლოს თეორიასა და პრაქტიკას ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებთან მუდმივი ინტერაქციისა და ინფორმაციის დინამიური გაცვლის საშუალებით.

სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:

• მედიაცია (კონტექსტის პროდუქცია)
• ფოტოგრაფია
• აუდიო ხელოვნება
• ვიდეო/მოძრავი გამოსახულება
• ინსტალაცია
• ხელოვნების თეორია / კრიტიკული წერა
• შემოქმედებითი პროექტების მენეჯმენტი

ინტენსიური პრაქტიკული მუშაობა, შევსებული იქნება დამატებითი თეორიული და კონტექსტუალური კურსებით რითაც ხაზი ესმება თანამედროვე ხელოვნების ინტერდისციპლინარულობასა და ინტერმედიალურობას.

• XX საუკუნის ხელოვნების ისტორია
• დრამატურგია
• სოციოლოგია
• ფილოსოფია
• აღმოსავლური აზროვნება
• იკონოგრაფია
• ფსიქოლოგია

პროგრამის დამატებას წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის “საველე აკადემია”, შინდისში (7 კმ. თბილისიდან), მხატვარ მამუკა ჯაფარიძისა და ანთეა ნიკოლსონის რეზიდენციაში, სადაც სტუდენტები ყოველ შაბათს დაესწრებიან ბიო-მეურნეობისა და თანამედროვე ხელოვნების კურსს (Bio farming in the relation to art praxis)

ღია კარის დღე ჩატარდება 12 დეკემბერს 17:00 საათზე.
მისამართი: უზნაძის 51, მედიცინის მუზეუმის შენობა III სართული.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
577 468 446 – ვატო წერეთელი
599 722 268 – თიკო ხომერიკი
577 93 50 32 – ვატო ურუშაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები