ლიტერატურული კონკურსი

კონკურსები

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი ატარებს -ლიტერატურულ კონკურსს.

კონკურსი გაიმართება სამ ტურად. ტურები შედგება სხვადასხვა დავალებისგან. თითოეულ ტურში შესრულებულ დავალებას შეამოწმებს კომპეტენტური ჟიური. მომდევნო ტურში გადავლენ მაღალი შეფასების მქონე მონაწილეები. I და II ტურში შესრულებული დავალებები მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
Litkonkursi2014@gmail.com
I, II, III ადგილზე გასულ გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები. III ტურში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
I ადგილი – 150 ლარი; II ადგილი -100 ლარი; III ადგილი – 50 ლარი.I ტურის დავალება – მოცემული 4 სიტყვის გამოყენებით დაწერეთ მინიატურა (მინიატურა უნდა მოიცავდეს ოთხივე სიტყვას) – მესაფლავე, პარადოქსი, დაისი, ჯვრისწერა.

I ტურის შესრულებული დავალების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 13 დეკემბერი.
ჟიურის წევრები:
1. მწერალი, პოეტი, დრამატურგი და მსახიობი – ალექსანდრე ლორთქიფანიძე;
2. ფილოლოგიის დოქტორი, სკოლა „ლოგოსის“ დამფუძნებელი – გია მურღულია;
3. თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის კოორდინატორი – ნინო თოფურია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები