დებატების ტურნირი-ბრიტანული საპარლამენტო ფორმატით (BP)

ივენთი

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2007 წლიდან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან.

ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ სამოქალაქო აქტივობის კომიტეტი ატარებს დებატების ტურნირს, რომელიც ჩატარდება BP (british parliamentary) ფორმატით.

ტურნირში მონაწილებას მიიღებს 16 დან 25 წლამდე ასაკის დაინტერესებული პირებისგან დაკომპელქტებული16 ჯგუფი. ჯგუფი შედგება 2 ადამიანისგან.

ტურნირში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა შეავსოთ მოცემული აპლიკაცია.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა არის 19 დეკემბერი.

ტურნირი ჩატარდება 2 ეტაპად:

22-23 დეკემბერს ჩატარდება ტრენინგი დებატების ფორმატის შესახებ. აღნიშნულ ტრენინგზე დასწრება სავალდებულოა თითოეული მონაწილისთვის.
25-26 დეკემბერს გაიმართება უშუალოდ დებატების ტურნირი.

დებატები გაიმართება ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.
დებატების ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

დებატებში მონაწილეობა უფასოა
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 558571347 (ანა სარალიძე)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები