ბერლინის ფორუმში ქართველი ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან

კონკურსები

2015 წლის 27 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ბერლინში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ფორუმი ჩატარდება.

ფორუმში, სახელწოდებით  „ახალგაზრდების სოციალური ჩართულობა“, მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს წარმომადგენლებსაც ექნებათ.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, აქტივობები ინგლისურ ენაზე ჩატარდება და 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი.

მსურველებმა ფორუმში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინონ:  CV და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 2 გვერდი).

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თამარ ძაგანია-ბარამიძეს:

applications@irisgroup.org.ge

განაცხადის გაგზავნის ბოლო დღეა 2014 წლის 24 დეკემბერი.

Iris Group Managing Diversity _ www.irisgroup.org.ge

Start Stiftung _ www.start-stiftung.de

Balknas Let’s get up! _ www.balkansletsgetup.org

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები