Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სახელმწიფო სტიპენდია – ცოდნით მოპოვებული ჯილდო

სახელმწიფო სტიპენდია – ცოდნით მოპოვებული ჯილდო
December 21
11:35 2014

„სტუდენტობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. თუ კაცი სტუდენტი არ ყოფილა, იგი ვერასდროს ვერ გაიგებს …სტიპენდიით განცდილ სიხარულს…“ – ნოდარ დუმბაძე. (“მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“)

სტუდენტობა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ, ამავდროულად, რთული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ლექციები, სემინარები, დაუსრულებელი გამოცდები, პრეზენტაციები – სტუდენტებს ყოველდღიურად უწევთ ამ ყველაფერთან გამკლავება. მათი შრომა კი სწორედ სტიპენდიით ფასდება. საინტერესოა, თუ რა კრიტერიუმებით განისაზღვრება სტიპენდიანტების რაოდენობა და რამდენად სამართლიანია არსებული სისტემა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი წესით სტიპენდიის აღების კრიტერიუმები ასე გამოიყურება:

80 % აკადემიური მოსწრება (ანუ სემესტრის განმავლობაში მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკული), 10 % სტატიები და 10% კონფერენციები. სტიპენდიანტი სტუდენტი თვეში 150 ლარს იღებს, მაგრამ მომდევნო სემესტრში მან თავიდან უნდა მოიპოვოს სტიპენდია.

ერთი მხრივ სამართლიანია, რომ მხოლოდ ნიშნებით არ წყდება სტიპენდიის აღების საკითხი, რადგან ყურადღება ექცევა იმას, თუ რას საქმიანობს სტუდენტი უნივერსიტეტს გარეთ. ეს კი მას მეტ მოტივაციას აძლევს. თუმცა, მეორე მხრივ, სტუდენტმა, რომელიც სისტემატიურად დადის ლექციებზე და მეცადინეობს, შეიძლება ვერ შეძლოს სწავლის პარალელურად სტატიების წერა და კონფერენციებისთვის მომზადება. ეს კი სტიპენდიის ასაღებად მის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტიპენდიების გამოთვლის სისტემის სხვადასხვა ხარვეზებზე საუბრობენ. მომხდარა ისე, რომ ერთი და იგივე სერტიფიკატი ერთ სტუდენტს ჩაუთვალეს მეორეს კი არა. ასევე სტუდენტმა შეიძლება ონლაინ გამოცემაში უკეთესი სტატია დაბეჭდოს ვიდრე სხვამ ბეჭდურ მედიაში. ამ უკანასკნელს კი უფრო მეტი ქულა ენიჭება.

აღნიშნულ სისტემას აქვს დადებითი მხარეებიც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტი ხატია ჭანიშვილი უკვე მეორე წელია, რაც სახელმწიფო სტიპენდიას იღებს.

ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში არსებული სისტემა საკმაოდ სამართლიანია, განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ წინა წლების გამოცდილებას, როდესაც ერთ სტატიაში ან თუნდაც ერთ კონფერენციაში 8 ქულა იწერებოდა. ჩემი აზრით, ეს არ იყო მისაღები. დღევანდელი სისტემა კი ბევრად კარგია, რადგან ყურადღება ექცევა კონფერენციებს, სერტიფიკატებს, სტატიებს და ესეც გარკვეულ სტიმულს აძლევს სტუდენტს.

-პირადად შენ, თუ გქონია პრობლემები სტიპენდიის აღებასთან დაკავშირებით?

– „რატომღაც თითქმის ყველა სემესტრში გარკვეული პრობლემები მექმნება. იყო შემთხვევა, როდესაც არ ვიყავი სტიპენდიანტთა სიაში და რეალურად უნდა ვყოფილიყავი. ასევე ერთხელ მოხდა ისე, რომ არ ჩამითვალეს სერტიფიკატი, რომელიც აკმაყოფილებდა მოცემულ კრიტერიუმებს. მოკლედ, ხშირად მიწევს შედეგების გაპროტესტება, იმისთვის, რომ მომცემ სტიპენდია. თუმცა ეს უფრო არის იმ ადამიანების შეცდომა, ვინც ამ ყველაფერს ითვლის და არა ზოგადად არსებული სისტემის ხარვეზი. ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი კარგად იყოს გარკვეული სტიპენდიის აღების კრიტერიუმებში და იცოდეს რეალურად ეკუთვნის თუ არა სტიპენდია. გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს და ამიტომ, თუ სიაში ვერ მოხვდა ესა თუ ის სტუდენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ ეკუთვნის სტიპენდია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განსხვავებული სისტემა მოქმედებს:

სტიპენდია გამოითვლება სემესტრის მანძილზე მიღებული შეფასებათა ჯამის საგნების რაოდენობაზე გაყოფით ე.წ. საშუალო არითმეტიკულით და წარმოადგენს თვეში 150 ლარს.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

 

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ანალოგიური სისტემა მოქმედებს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის (არ ისურვა სახელის გამხელა) განცხადებით, სტიპენდიების გაცემის ასეთი სისტემა ხდება სტუდენტებისთვის ანიპულაციის საშუალება: – „ამ სისტემის შედეგი არის ის, რომ მოშლილია შეფასების წესი. ხდება მიკერძოება ლექტორების მხრიდან, რაც ჩემი აზრით დაუშვებელია, რადგან იჩაგრებიან ის სტუდენტები, რომლებიც თხოვნით არ მიდიან ლექტორთან ქულის დასაწერად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ასეთი სისტემა სამართლიანად ვერ განსაზღვრავს სტიპენდიანტთა რაოდენობას.“

როგორ ფიქრობ, რა არის გამოსავალი?

– „ჩემი აზრით, ნაშრომების გასწორება სემესტრის მანძილზე უნდა იყოს კონფიდენციალური, როგორც ეს საბოლოო გამოცდებზე ხდება. ასევე უნდა არსებობდეს ნიშნების ისეთი ბაზა, რომელიც არ მისცემს ლექტორებს ქულების ჩასწორების საშუალებას. თუ ეს გამოსწორდება, არსებული სისტემა მეტ-ნაკლებად კარგად იმუშავებს“.

ორივე სისტემას აქვს თავისი დადებითი მხარეები და ხარვეზები, აქედან გამომდინარე, ძნელია იმაზე საუბარი თუ რომელი მათგანია უფრო სამართლიანი და სტუდენტების სასარგებლოდ მიმართული. მთავარია, რომ როგორც ერთი, ისე მეორე სისტემა იყოს მოწესრიგებული, ორგანიზებული და სტუდენტების შესაძლებლობებზე მორგებული.

ავტორი: ნინო აბდალაძე

1,732 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2014
M T W T F S S
« Nov   Jan »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031