28 დეკემბერს ჯიპას სტუდენტების საქველმოქმედო ყოველწლიური ბაზრობა გაიმართება

ივენთი

28 დეკემბერს, დღის 12 საათზე გეპატიჟებით ჯიპას სტუდენტების ყოველწლიურ საქველმოქმედო ბაზრობაზე!

GIPA-ს ფრონტლაინ კლუბში, ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა იმართება. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები, რომლებიც გამოფენაზე საკუთარ ხელნაკეთ ნივთებს წარმოადგენენ.

გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ნიკა ნატროშვილის დახმარების ფონდში სრულად გადაირიცხება.

საღამოს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ღონისძიების მეორე ნახევარში გაიმართება მებო ნუცუბიძის LIVE კონცერტი!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები