Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები

ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები
December 29
19:13 2014

ქორწინება ადრეულ ასაკში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საკმაოდ აქტუალური და პრობლემატური თემაა. ჩვენთან, ამ საკითხზე საუბრისას, სასწორის პინა თითქმის ყოველთვის მოწინააღმდეგეთა მხარეს იხრება. სტატისტიკური მონაცემების მიხევით კი, საქართველოში, ამ მხრივ, არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა.

intwined_rings_8 (2)

ნაადრევი ქორწინება და ქართული რეალობა

ადრეული ქოწინება არის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორი ადამიანისა, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც 18 წელზე ნაკლები ასაკისაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, რადგან პირი არასრულწლოვნად (ბავშვად) სწორედ ამ დრომდე ითვლება. 16 წელს მიღწეული პირის ქორწინება კი დაიშვება მშობლების ან მზურნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

მიუხედავად რეგულაციის არსებობისა, ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი საკამოდ პრობლემატურია. გაეროს მოსახლეობის ფონდის 2014 წლის მონაცემების მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოსნაადრევი ქორწინებისერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელლი აქვს.არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით,საქართველოში მცხოვები ქალების 17% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა (www.liberali.ge).

გამომწვევი მიზეზები

სხვადასხვა ქვეყანაში ადრეულ ქორწინებას განსხვავებული განმაპიროებელი ფაქტორები აქვს. ჩვენთან კი ის, ძირითადად, სიღარიბესა და დაბალსოციალურ სტატუსთანაა დაკავშირებული. ამის დამადასტურებელ მაგალითად კახეთის საინფრომაციო ცენტრის ვებგვერდზე 2014 წლის 1 აპრილს გამოქვეყენებული მასალაც გამოდგება სათაურით: ,,16 წლის გოგო 45 წლის კაცზე 10 ძროხად გაათხოვეს’’. შემთხვევა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მოხდა. იმის გამო, რომ გოგონა ამ გარიგების წინააღმდეგი იყო, სახლიდან გაიპარა და ცოლად სხვას გაჰყვა.

ნაადრევი ქორწინების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად გაეროს მოსახლობის ფონდის კვლევაში ტრადიციული ნორმების ძლიერი გავლენა დაქორწინებამდე სქესობრივი კავშირისაგან თავშეკავებაა დასახელებული. Studinfo-ს მიერ გამოკითხული სტუდენტების დიდი ნაწილიც სწორედ ასე ფიქრობს.

ანი ბარისაშვილი(თსუ-ის სტუდენტი): ,,ჩემი აზრით, დღეს ნაადრევ ქორწინებას ბევრი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს, თუმცა უმთავრესად, ეს სქესობრივი კავშირისაგან თავშეკავებასა და ე.წ ქალიშვილობის ინსტიტუტსუკავშირდება.’’
მსგავსი მოსაზება აქვს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, მარიამ გვალიასაც.

ნაადრევი ქორწინების შედეგები

ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 14 იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა საბაზო საფეხურის (7-9 კლასები) დასრულებამდე 7 367-ზე მეტმა გოგონამ შეწყვიტა. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადრეული ქორწინებაა. ომბუდსმენის 2013 წლის ანგარიშში ვკითხულობთ: ,,მიუხედავად არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციებისა, ხშირია სკოლების მიტოვების ფაქტები ადრეული ქორწინების მიზეზით. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია რეგიონებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიეულ ერთეულებში.’’

ის ფაქტი, რომ ნაადრევი ქორწინება ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია სწავლის გაგრძელებისა, კონკრეტული ისტორიებითაც დასტურდება. ხატია ტაბაღუა 16 წლის ასაკში მოიტაცეს. ამ დროს ის მეათე კლასის მოსწავლე იყო. გათხოვების შემდეგ კი სკოლაში სწავლა ვეღარ გააგრძელა.

razvod-kak-dalshe-zhit

უფრო ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ადრეულ ასაკში გათხოვილი გოგონები უმაღლეს საწავლებელში ჩაბარებას ვერ ახერხებენ. მათს რიცხვს ნინო გოგიაშვილი მიეკუთვნება. ნინო 16 წლის ასაკში გათხოვდა. პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარებას აპირებდა, თუმცა ხელი ორსულობამ შეუშალა.
მსგავსი ისტორია აქვს მაია კანდელაკსაც. ისიც 16 წლის იყო, როდესაც 23 წლის მამაკაცმა მოიტაცა და სწავლის გაგრძელება ვერც მან შეძლო.

ეს საკთხთხი, ძირითადად, მდერობითი სქესის ადამიანებთან მიმართებით განიხილება, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორისაა ჩვენს საზოგადოებაში არსებული გენდერული დისბალანსი და ის ფაქტი, რომ, სტატსიტიკური მოანცემების მიხედვით, არასრულწლოვანი გოგონას პარტნიორი ხშირად მასზე უფროსია. ეს ზემოთ ხსენებულმა ისტორიებმაც ცხადჰყო.

ახალგაზრდების გამოკითხვის დროს ძალიან რთული აღმოჩნდა ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ნაადრევად დაქორწინდა, მაგრამ პრობლემები არ შექმნია.

ფსიქოლოგი ნელი მაისურაძე ჟურნალ თბილისელებთან ინტერვიუში ამბობს, რომ ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახების 70-80% ინგრევა, რადგან ამ დროს წყვილი არ არის ბოლომდე მომზადებული როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურადაც.
ადრეულ ქორწინებაზე საუბრისას, ექიმები გვერდს ვერ უვლიან იმ ფაქტს, რომ ის საფრთხის შემცველია ორანიზმისთვისაც.

,,როგორც წესი, ახალგაზრები ამ ასაკში არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას სქესობრივი ცხოვრების შესახებ. დაუგეგმავა სქესობრივმა ცხოვრებამ კი, შესაძლოა, გოგონები მიიყვანოს ხელოვნურ ან თვითნებით აბორტამდე, რაც მთელ რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული: სისხლდენა, ჰორმონული დისბალანსი, ანთებითი დაავადებები. დიდი შანსია იმისა, რომ ამ ყველაფერმა უშვილობაც გამოიწვიოს.’’-აღნიშნავს ნანა ჯანელიძე ექიმი მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი.

რელიგიური თვალსაზრისი

ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას. მამა პეტრე კვარაცხელია ამბობს, რომ ქორწინება ნაადრევი არასდროსაა, თუ ადამიანებს გააზრებული აქვთ, რა ჯვარს ტვირთულობენ. წინააღმდეგ შემთვევაში, ეს ნაბიჯი ხანდაზმულ ასაკშიც შეიძლება იყოს გაუმართლებელი. თუმცა ის იმასაც აღნიშნავს, რომ ქორწინება მიზანშეწონილი 18 წლის ასაკიდანაა.

,, ქორწინება 18 წლიდან ზემოთ ნებადართულია, მაგრამ უფროს ასაკშიც კი, თუ მშობლები წინააღმდეგნი არიან, ამას ეკლესია ითვალისწინებს და ჯვრისწერისაგან თავს იკავებს. ქორწინება საეკლესიო საიდუმლოთაგან ერთ-ერთია. გავიხსენოთ სახარებიდან, კანას გალილეაში მაცხოვარმა ქორწილის დღეს წყალი ღვინოდ გადააქცია. ქორწინება გულისხმობს პასუხისმგებლობასაც. ორივე მხარე ვალდებულია პირნათლად დაიცვას ის მოვალეობები, რომლებსაც ეკლესია ადგენს.’’-აღნიშნავს ის.

ზემო აღნიშნული მოსაზრებებიდან და არგუმენტებიდან გამომდინარე, ქორწინებას ადეულ ასაკში საკმაოდ მწვავე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ექიმები და ფსიქოლოგები ამ საკითხთან დაკავშრებულ რისკებზე საუბრობენ. სასულიერო პირები კი ამბობენ, რომ მთავარია, წყვილს გააზრებული ჰქონდეს პასუხისმგებლობა ეთმანეთის მიმართ და დაიცვას ეკლესიის მიერ განსაზღვრული მოვალეობები.

გაერო და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად მოუწოდებენ სახელმწიფოებს ნაადრევი ქორწინება ადამიანისუფლებების დარღვევად და მოზარდებისთვის საფრთხის შემცველად გამოაცხადონ და სტრატეგიული გეგმები შეიმუშაონ ამ მავნე ტრადიციის აღმოსაფხვრელად.

ავტორი: ანი ბოჭორიშვილი

25,677 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2014
M T W T F S S
« Nov   Jan »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031