Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ზამთრის სკოლა თემაზე- “მარქსი და მარქსიზმი” ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის

ზამთრის სკოლა თემაზე- “მარქსი და მარქსიზმი” ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის
January 05
11:29 2015

23 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი ქალაქ ქუთაისში აწყობს ზამთრის სკოლას, რომელიც ეძღვნება თემას: მარქსი და მარქსიზმი.

ზამთრის სკოლაში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში მოღვაწე პროფესორები და დოცენტები ფილოსოფიისა და სოციალური თეორიის დარგებში: ანდრეას არნდტი (გერმანია), გიომ სიბერტან-ბლანი (საფრანგეთი), ევერტ ვან დერ ცვეერდე (ნიდერლანდების სამეფო), გიორგი მაისურაძე (საქართველო) და ნორმან აჯარი (საფრანგეთი).

ზამთრის სკოლაში ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე თანმიმდევრული ქართული თარგმანის თანხლებით.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

ზამთრის სკოლის მონაწილეთა შერჩევა მოხდება ესეების კონკურსის საფუძველზე. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის უნივერსიტეტებისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურზე მყოფ სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს). ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ზამთრის სკოლის ლექციების მოსმენა შეეძლებათ კონკურსის გარეშე.

სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ კონკურსს, მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას ზამთრის სკოლაში მონაწილეობისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 10 იანვრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე – summerphilo@gmail.com – გადმოგზავნოთ თქვენი მოკლე ბიოგრაფია (CV), სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან და ესე თემაზე – რაში შეიძლება მდგომარეობდეს მარქსისა და მარქსიზმის აქტუალობა მსოფლიოში/საქართველოში დღეს?

292 ნახვა
Tags
Share

About Author

curly

curly

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031