Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსი 2015” მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის

“ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსი 2015” მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის
January 05
10:51 2015

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიურ ზამთრის სკოლა-კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.

ზამთრის სკოლის/კონკურსის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობაში ქართველოლოგიური მეცნიერებებისადმი ინტერესის გამოვლენა და ამ მიმართულების მეცნიერებებისადმი მომავალი სამეცნიერო კადრის მომზადება, მათთვის ქართველოლოგიის უახლესი ტენდენციების გაცნობა.

ზამთრის სკოლა გამიზნულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა (IX-XII) და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა, არაუგვიანეს 6 თებერვლისა, უნდა გააგზავნოს ელექტრონულ მისამართებზე – kartvcentre@hotmail.com ან zamtrisskola@gmail.com – ესსე, ინფორმაციულ-სამეცნიერო ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი (დაახლოებით 7 გვერდი ქართულ ენაზე), საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის პრობლემატიკიდან შემდეგ მიმართულებებზე:
· ქართული ენა და ქართველი ერი;
· შოთა რუსთაველი;
· ვაჟა-ფშაველადან გალაკტიონამდე

(მსურველებს შეუძლიათ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან აირჩიონ ნებისმიერი საკითხი და შეურჩიონ შესაბამისი სათაური).
სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ხელმძღვანელ-კონსულტანტად იყოლიონ მათი მასწავლებელი ან სხვა სპეციალისტი და მათი სახელი და გვარი კონსულტანტის სტატუსით მიუთითონ წარმოდგენილ ნაშრომში. მონაწილეებს შესრულებული ნარკვევის (ესსე, ინფორმაციულ-სამეცნიერო ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი) გაფორმებისთვის, ასევე ინტერესის სფეროების გამოკვეთისა და სათანადო ბიბლიოგრაფიის მოპოვებისათვის ძირითად სახელმძღვანელოდ შეუძლიათ გამოიყენონ სამეცნიერო კვლევები ჟურნალ „ქართველოლოგიდან“ –(www.kartvelologi.tsu.edu.ge) მათ მიერ მოპოვებულ სხვა დამხმარე მასალასთან ერთად.

წარმოდგენილი ნაშრომები გადაეცემა ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც გამოავლენს ფინალისტებს. კონკურსის წესით შერჩეული მონაწილეები (მოსწავლეები და სტუდენტები არაუმეტეს 20-ისა) ფინალურ ეტაპზე შეიკრიბებიან ორი დღის ხანგრძლივობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

ფინალისტებს პირველ დღეს ჩაუტარდებათ სალექციო კურსი. ცნობილი მეცნიერები გააცნობენ მათ თანამედროვე ქართველოლოგიურ მიღწევებს. მეორე დღეს გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ფინალისტთაგან გამარჯვებულები წაიკითხავენ თავიანთ ნაშრომებს. ყველა ფინალისტს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და წამახალისებელი საჩუქარი, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიითა და დიპლომებით.

მონაწილეთა მოხსენებებიდან შერჩეული ორიოდე ნაშრომი სათანადო გადამუშავების შემდეგ გადაეცემა გამოსაქვეყნებლად ორენოვან რეცენზირებად საერთაშორისო ჟურნალ „ქართველოლოგის“ საგამომცემლო ჯგუფს.

მონაწილეობის მსურველებს აპლიკაციის ნიმუშის ნახვა შეუძლიათ მიბმულ ფაილში, რომელსაც შესრულებულ ნაშრომთან ერთად და პირადობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელ მოწმობის ასლთან გააგზავნიან ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსი 2015-ის ფინანსური მხარდამჭერია „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია“.

დამატებითი ინფორმაციისა და ზოგადი კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიწეროთ ორგანიზატორებს ელ.ფოსტაზე: kartvcentre@hotmail.com ან zamtrisskola@gmail.com.

312 ნახვა
Tags
Share

About Author

curly

curly

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031