როგორ შევარჩიოთ კოსტიუმი სამსახურისთვის?

დასაქმება

ახლო წარსულში აქტუალური იყო გამოთქმა „კოსტიუმი ქმნის მამაკაცს“. თანდათანობით კოსტიუმი ჩაანაცვლა სხვა სტილის ტანსაცმელმაც, მაგრამ „კორპორატიულ სამყაროში“ მას ისევ აქვს ის მნიშვნელობა და ეფექტი რაც უწინ.

პირველი დღე სამუშაოზე, პირველი მოხდენილი შთაბეჭდილება განსაკუთხრებით მნიშვნელოვანია. თქვენს ტანზე კარგად მორგებული კოსტიუმი ეს ის იდეალური გადაწყვეტილებაა, რომელიც სწორ შთაბეჭდილებას შექმნის თქვენზე. როდესაც ჯერ ელოდებით პირველ ხელფასს გამოსავალია კარგი მკერავიც 😉

როგორ ავარჩიოთ იდეალური კოსტიუმი, როდესაც არ გვაქვს მისი შეძენის თუ ტარების გამოცდილება?

კარგად შეკერილი კოსტიუმი სინამდვილეში ბევრად მეტი ღირს ვიდრე ფასი, რომელიც აწერია. კოსტიუმის ღირებულება უპირველეს ყოვლისა გამომდინარეობს იქიდან თუ რამდენად მოხდენილია ის ტანზე, რამდენად სწორად არის შეკერილი. კოსტიმის მოზომვისას დადექით გამართულად და ხელები თავისუფლად ჩამოუშვით- ეს არის საბაზო პოზა, რომელიც ზუსტად აჩენს ხარვეზებს, ზომის შეუსაბამისობას თუ ტანზე მოუხდენლობას და პირიქით.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

ახლა შეხედეთ მხრებს- ნაკერი ზუსტად უნდა იყოს მხრის თანხვედრი, არ უნდა იყოს ნაკეცები საყელოსა და სახელოებს შორის. ნაკეცები მიუნიშვნებს , რომ კოსტიუმი თქვენთვის ან ძალიან დიდია ან პირიქით პატარა. აგრეთვე კარგად დააკვირდით შესაკრავებს, თუ ღილების გარშემო ამჩნევთ რაიმე სახის ნაკეცებს, ესეც მიუთითებეს არასწორ ზომაზე. თქვენ აგრეთვე უნდა დარწმუნდეთ, რომ მაისურის სახელოები კოსტიუმის სახელოების ქვეშიდან ჩანს 1 სმ-ით, არც მეტი არც ნაკლები 😉

როდესაც აფასებთ შარვალს, უპირველეს ყოვლისა უნდა შეფასდეს უკანა ნაწილის მოხდენილობა, აგრეთვე თეძოებზე არ უნდა შეიმჩნეოდეს „დაკიდებული“ ზედმეტი ნაჭერი. თავად კოსტიუმის ნაჭერი უნდა იყოს მკვრივი, მაგრამ ამასთანავე შარვალში თავისუფლად უნდა გრძნობდეთ თავს. შარვლის სამაჯე მოხდენილად უნდა ეფინებოდეს ფეხსაცმელს. თუ შარვლის ქვეშინდან მოჩანს წინდები ან ზედმეტი ნაჭერია მოგროვილი ფეხსაცმელზე, მაშინ შარვლის სიგრძე არასწორია.

სწორი ფერის შერჩევა

კორპორატიული სტილისთვის ოპტიმალურია სამი ფერის კოსტიუმი: შავი, ნაცრისფერი და მუქი ლურჯი. შავი და ნაცრისფერი გამოხატავს სიმშვიდეს და დაცულობის შეგრძნებას, ის იწვევს ნდობას და იდეალურია ინტერვიუებისთვის და საქმიანი შეხვედრებისთვის. ლურჯი ფერი უკავშირდება ავტორიტეტს და ენერგიას- ის იდეალურია პრეზენტაციებისთვის და მნიშვნელოვან კლიენტებთან შეხვედრისთვის.

 

წყარო: http://www.student365.co.uk

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები