Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 რჩევა კითხვის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად

10 რჩევა კითხვის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად
January 05
10:21 2015

თანამედროვე მოზღვავებული ინფორმაციის ეპოქაში კითხვა მართლაც წარმოადგენს თვითგადარჩენის ერთ-ერთ ძირითად უნარს. წარმოგიდგენთ 10 რჩევას, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი უნარების გასაუმჯობესებლად.

1. არ არის აუცილებელი იყოთ „დიადი მკითხველი“, რომ გაიგოთ აზრი
ზოგიერთი ადამიანი კითხულობს სწრაფად და ყველაფერს იმახსოვრებს. სხვები კი მთელი ინფორმაციის დასამახსოვრებლად კითხულობენ ნელა და რამდენჯერმე. სინამდვილეში ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ კითხვის დროს თქვენ ღებულობთ იმ ინფორმაციას, რომელსაც ეძებდით.

2. იცით რატომ კითხულობთ
კითხულობთ გართობისთვის თუ სასწავლად? თავიდანვე განსაზღვრეთ რატომ და რისთვის კითხულობთ, ამით თქვენ ბევრად უკეთ გაიგებთ წაკითხულს და მიიღებთ მეტ სიამოვნებას კითხვის პროცესისგან.

3. არ არის აუცილებელი წაიკითხოთ ყველაფერი
ნებისმიერი ჟურნალი, წერილი თუ ელექტრონული შეტყობინება, რომელიც მიიღეთ არ შეიცავს თქვენთვის აუცილებელ ინფორმაციას. როგორც წესი, მათი დიდი ნაწილი ეს არის – უბრალოდ ნაგავი. გადაყარეთ ის, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ან წაშალეთ. ამის გაკეთესბის შემდეგ თქვენ მიიღებთ ორჯერ მეტ დროს იმის წასაკითხად რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.

4. არ არის აუცილებელი მიყოლებით წაიკითხოთ, გამოარჩიეთ საინტერესო
კიტხულობთ ჟურნალის ყველა სტატიას ან წიგნის ყველა თავს? თუ ეს ასეა, ტქვენ სავარაუდოდ კარგავთ დიდ დროს იმის საკითხავად, რაც არ გჭირდებათ.
იყავით ცოტათი წუნიები 🙂 ამოარჩიეთ მხოლოდ ის სტატიები, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის და არ მოაქციოთ ყურადღება დანარჩენს.

5. დაასკანერეთ, სანამ დაიწყებთ კითხვას
შეხედეთ დასახელებას, თემებს, ხელმოწერებს ფოტოსურათებზე და ა.შ. ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ:
გაგაჩნიათ თუ არა რეალური ინტერესი წაიკითხოთ ეს. რა ინფორმაციას მიიღებთ წაკითხვის შემდეგ.

6. კითხვისას განსაზღვრეთ პრიორიტეტები
თქვენ არ შეგიძლიათ წაიკიტხოთ ყველაფერი ერთდროულად (და არც გინდათ). თუ ეს მნიშვნელოვანია წაიკითხეთ ის ახლა. თუ არ არის მნიშვნელოვანი, გადადეთ სხვა დროისთვის.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

 

7. კითხვისთვის შეარჩიეთ შესაფერისი გარემო
თქვენ წაიკითხვათ გაცილებით სწრაფად და გაიგებთ მეტს, თუ გააკეთებეთ ამას ისეთ გარემოში, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია.

8. თუ დაიწყეთ კითხვას, არ მიატოვოთ
წაიკითხეთ ბოლომდე ის, რაც შეარჩიეთ. თუ წაიკითხეთ, მაგრამ დაგრჩათ კითხვები წაკითხულთან დაკავშირებით, მიუბრუნდით და გადაიკითხეთ შესაბამისი თავები. თუ არ გაქვთ კითხვები, მაშასადამე თქვენ მიიღეთ ის რაც გჭირდებოდათ და მზად ხარ შემდგომო მოძრაობისთვის წინ.

9. მოახდინეთ ფოკუსირება
გახსოვდეთ, რომ თქვენ კითხულობთ კონკრეტული მიზნისთვის, ამიტომ მოახდინეთ ფოკუსირება ამ მიზანსა და საკითხავ მასალაზე. თუ თქვენ კარგავთ ინტერესს, გააკეთეთ შესვენება ან დროებით გადაერთეთ სხვა რამის კითხვაზე. გააყოლეთ თითი იმას რასაც კითხულობთ. ეს ერთი შეხედვით მარტივი მეთოდი დაგეხმარებათ მოახდინოთ ფოკუსირება და ყურადღების კონცეტრაცია

10. მეტი პრაქტიკა
რაც უფრო მეტს კიტხულობთ, მით უფრო კარგი მკითხველი ხდებით (და უფრო ჭკვიანიც ). ამიტომ იკითხეთ მეტი, რომ გაწრთვნათ და კვებოთ საკუთარი გონება.

წყარო: http://mirfactov.com

857 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031