Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტაჟირება იურიდიული ფაკულტეტის II, III, IV კურსის სტუდენტებისთვის

სტაჟირება იურიდიული ფაკულტეტის II, III, IV კურსის სტუდენტებისთვის
January 10
13:03 2015
ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ (www.barristers.ge) სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, გახდენენ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში სამართლის, საზოგადოების, პოლიტიკის სფეროს ცვლილებების პროცესში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელიც სრულფასოვნად იცნობს „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობას და მისი პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობები იქნება მოქმედი გუნდის გაძლიერების და ღირსეული წევრობის წინაპირობა.
ორგანიზაცია მკაცრად იცავს კანდიდატის შერჩევის დროს შემდეგ პირობებს:
  • საერთოდ არ განიხილება არასრულად წარმოდგენილი განცხადებები;
  • გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობისა და აქტიური CV–ის ავტორს, რომელის გამოცდილებაც შესაბამისობაში იქნება წევრად გახდომის შემდგომ განსახორციელებელ უფლებამოსილებასთან;
  • არ დავუკავშირდებით კანდიდატს, რომელიც წარსულში იყო დარეგისტრირებული ორგანიზაციის რომელიმე ვაკანტურ თანამდებობასა თუ სტაჟირების პროგრამაზე;
  • არ დავუკავშირდებით კანდიდატს, რომელიც არ დაიცავს რეზიუმეს გადმოგზვანის ელემენტარულ დადგენილ წესს.
  • შერჩევა მოხდება კომისიის მეშვეობით, გასაუბრების წესით.
ძირითადი ვალდებულებები, რომლიც კანდიდატს ორგანიზაციის წევრის სტატუსში მოეთხოვება:
  • საბრიფინგო თემატიკის შერჩევა, მომზადება და ორგანიზაციის მიზნებთან დაკავშირება;
  • ორგანიზაციის სახელით საჯარო განცხადებების გაკეთება (ბრიფინგი, პრესკონფერენცია,  მედიასთან სხვა ფორმით ურთიერთობა)
  • ორგანიზაციის სტრატეგიულ სამართალწამოებაში მონაწილეობა;
  • სამართლის, საზოგადოების, პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე საკითხების ანალიზი;
  • სამართლებრივი დასკვნების მომზადება და პრეზენტაცია;
  • ორგანიზაციის კვლევით საქმიანობასა და თემატური მონიტორიგნების განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
  • რეკომენდაციების, მიმართვების, განცხადებების მომზადება;
  • საქმიანი დოკუმენტების მომზადება;
  • ორგანიზაციის სამოქალაქო კამპანიებსა და დაგეგმილ აქციებში მონაწილეობა;
  • ორგანიზაციის სახელით, საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობა
  • ორგანიზაციის საქმიანობის წარმოჩენა;
კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:
განათლება:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი) აპლიკაცია შეუძლით მოგვაწოდონ II, III, IV კურსის სტუდენტებმა.
პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გრძნობა;
  • პრეზენტაბელურობა და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი და განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემა;
  • კომუნიკაბელობა, ენერგიულობა და დამოუკიდებლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel; PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა;
კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:
1. ავტობიოგრაფია – CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია-საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი, ფოტოსურათი);
2. საკითხის მონახაზი, რომლის შესახებაც იქნებოდით სპიკერი და ისაუბრებდით პრესკონფერენციაზე (მაქსიმუმ 1 გვერდი)
განსაკუთრებული აღნიშვნვა
1. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ ქართულენოვანი CV შემდეგ მისამართზე:
2. სათაურში მიუთითეთ სიტყვა: „სტაჟიორ-იურისტი“. 
2,340 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031