Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 რჩევა ადამიანისგან, რომელიც ფლობდა 16 უცხო ენას

10 რჩევა ადამიანისგან, რომელიც ფლობდა 16 უცხო ენას
January 13
16:11 2015

კატო ლომბი (Kató Lomb) – პროფესიონალი თარჯიმანი უნგრეთიდან, რომელიც ფლობდა 16 უცხო ენას. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ ენათა უმრავლესობა მან შეისწავლა დამოუკიდებლად სახელმძღვანელოებისა და მხატვრული ლიტერატურის დახმარებით. მისი მიდგომა მდგომარეობს შემდეგ პრინციპში: გრამატიკის შესწავლა ორიგინალი ტექსტების კითხვის პარალელურად და ფრაზების დაზეპირება, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება საუბრისას.

წიგნში „როგორ ვსწავლობ უცხო ენებს“ მან ჩამოაყალიბა ენის შესწავლის 10 წესი:

1. იმეცადინე ყოველდღიურად. თუ ხარ ძალიან დაკავებული, მაშინ 10 წუთი მაინც დაუთმე დღეში. განსაკუთრებით კარგია მეცადინეობა დილით.

2. თუ სწავლის სურვილი სწრაფად იკლებს, არ გინდა ზედმეტი ძალდატანება, მაგრამ მთლიანად არ მიატოვო მეცადინეობა. მოიფიქრე რაიმე განსხვავებული ფორმა; გადადე წიგნი და მოუსმინე რადიოს, დაანებე თავი სავარჯიშოებს და გადაფურცლე ლექსიკონი და ა.შ.

3. არასოდეს არ დაიზეპირო, არ შეისწავლო არაფერი განყენებით ნაწილ-ნაწილ, განყენებით კონტექსიდან.

4. ამოიწერე რიგგარეშე და შეისწავლე „მზა ფრაზები“, რომელიც შესაძლებელია ხშირად გამოიყენო.

5. ეცადე გონებაში თარგმნო ყველაფერი რაც შესაძლებელია: უცაბედად შემჩნეული სარეკლამო აბრა, წარწერა აფიშაზე, ყურმოკლური საუბარი. ეს დასვენებაა, ძალიან გადაღლილი გონებისთვისაც კი.

6. დაისწავლე საფუძვლიანად მხოლოდ ის რაც შეასწორა მასწავლებელმა. არ გადაიკითხო გაუსწორებელი სავარჯიშოები. მრავალჯერ გადაკითხული ტექსტს უცაბედად იმახსოვრებ დაშვებულ შეცდომებთან ერთად.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

 

7. „მზა ფრაზები“ , იდიომები ამოიწერე და დაიმახსოვრე მხოლობითი რიცხვის პირველ პირში. მაგალითად: I am only pulling your leg (მე მხოლოდ გაჯავრებ)

8. უცხო ენა- ციხესიმაგრეა, რომელსაც ალყა უნდა შემოარტყა ყველა მხრიდან: გაზეთების კითხვა, რადიოს მოსმენა, ლექციებზე სიარული, სახელმძღვანელოების დამუშავება, გადაწერა, უცხოელ მეგობერებთან შეხვედრები და საუბარი.

9. ნუ შეუშინდები საუბარს, ნუ შეგაშინებს დაშვებული შეცდომები, უბრალოდ ითხოვე რომ შეგისწირონ. და რაც მთავარია არ ინერვიულო და არ გაიბუტო, თუ შეცდომებზე რეალურად მიგითითებენ.

10. იყავი დარწმუნებული, რომ აუცილებლად მიაღწევ მიზანს, რომ შენ გაქვს შეუდრეკელი ნებისყოფა და უცხო ენების შესწავლის არაჩვეულებრივი ნიჭი.

kato-lomb

კატოს ლომბის ფორმულა

კატო ლომბმა შემოგვთავაზა მარტივი ფორმულა, რომელიც განსაზღვრავს ენის შესწავლის შედეგებს:

დახარჯული დრო+ინტერესი= შედეგი

ან თუ მას ოდნავ დავაზუსტებთ:

(დახარჯული დრო+ინტერესი)/ სიმორცხვე (შიში დაუშვა შეცდომა)= შედეგი

და ბოლოს 86 წლის კატო ლომბი შეხვდა თავის 54 წლის მეგობარს და წარმოთქვა მის ცხოვრებაში გადამწყვეტი ფრაზა: სტივ, თქვენ ისეთი ახალგაზრდა ხართ! იმდენი წელი გაქვთ წინ, რამდენი ენის შესწავლა შეგიძლიათ! „ 🙂

 

15,623 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031