Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

2015 წლის ტოპ-10 სტუდენტური ქალაქი

2015 წლის ტოპ-10 სტუდენტური ქალაქი
January 13
16:34 2015

გსურთ საზღვარგარეთ სწავლა? გირჩევთ, გაეცნოთ სიას: 2015 წლის 10 საუკეთესო სტუდენტური ქალაქი. ამ სიაში მოხვედრის შანსი რომ ჰქონდეს, ქალაქის მოსახლეობა 250,000-ს უნდა აღემატებოდეს და აქ უნდა იყოს ორი უნივერსიტეტი მაინც QS-ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგიდან. გთავაზობთ ამ ათეულს.

მაშ ასე, რეიტინგი ასე გამოიყურება:

10. სეული

სამხრეთ კორეის დედაქალაქში მდებარეობს QS-ის წლევანდელი რეიტინგის 14 უნივერსიტეტი. მათ შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს Seoul National University-ს. სეული წელს 4 ადგილით დაწინაურდა და 10-ეულში მოხვდა.

9. ტორონტო

ტორონტო კანადის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია. სწორედ ტორონტოშია კანადის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტი University of Toronto.

8. მონრეალი

ცნობილია, როგორც კანადის კულტურული დედაქალაქი. მონრეალის უნივერსიტეტი Montreal’s McGill University 21-ე ადგილზე იმყოფება QS რეიტინგის მიხედვით. მას უმაღლესი ქულა აქვს მრავალეროვანი სტუდენტების კატეგორიაში, ხოლო ყველაზე დაბალი ქულა კი ფინანსური ხელმისაწვდომობის მიხედვით ეძლევა.

7. ტოკიო

რეიტინგის მიხედვით, ტოკიო საუკეთესო ქალაქია იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც არ სურთ სტუდენტურ წრეში ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ აქ QS-ის სიიდან 10 უნივერსიტეტია, ამ ქალაქში სტუდენტთა წილი მთელს მოსახლეობაში ძალიან დაბალია.

6. ბოსტონი

ბოსტონი ერთ-ერთი უძველესი, უმდიდრესი და კულტურულად ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი ქალაქია აშშ-ში. წარსულში ცნობილი იყო, როგორც „ამერიკის ათენი“, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ აქ უამრავი დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტია. თუმცა, მაღალი გადასახადი სწავლაზე ბოსტონის საერთო ქულებს ამცირებს.

5. ჰონგკონგი

ჰონგკონგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია როგორც მოსახლეობის, ასევე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების მიხედვითაც. მათში შედის HKUST, HKU და Chinese University of Hong Kong . გადასახადი მაღალია, თუმცა საკვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები მცირეა.

4. სიდნეი

მოცემულ რეიტინგში სიდნეი მე-4 ადგილზე იმყოფება. აქ არის 5 უნივერსიტეტი QS-ის რეიტინგიდან და მეტად მრავალფეროვანი სტუდენტური საზოგადოება. The University of Sydney არის 37-ე პოზიციაზე რეიტინგში, University of New South Wales კი 48-ზე.

3. ლონდონი

18 უნივერსიტეტით QS-ის რეიტინგში, ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ ლონდონი მოწინავე ადგილზეა ჩვენს ათეულშიც. იგი მხოლოდ 2 ნაბიჯით ჩამორჩება პირველადგილოსანს. მის უნივერსიტეტებს შორისაა: UCL, Imperial, KLC და LSE.

2. მელბურნი

მელბურნი ერთ-ერთია ავსტრალიის იმ ორი ქალაქიდან, რომლებიც ტოპ-10-ეულში მოხვდნენ. იგი 3 ადგილით დაწინაურდა წელს და ავსტრალიის ტოპ სტუდენტური ქალაქიც გახდა. თუმცა, სწავლის საფასურის სიძვირე უცხოელი სტუდენტებისათვის და მაღალი საცხოვრებელი ხარჯები ამცირებენ მის ქულებს. The University of Melbourne ამჟამად იმყოფება 33-ე ადგილზე.

1. პარიზი

პარიზი უკვე მესამე წელია პირველ ადგილზეა. მისი უნივერსიტეტებიდან 17 იმყოფება QS-ის რეიტინგში. მათ შორისაა: Science Po, ENS Paris, Ecole Polytechnique და Sorbonne. მართალია, პარიზში საცხოვრებლად ნამდვილად დიდი ხარჯებია საჭირო, მაგრამ შედარებით დაბალი სწავლების საფასური მათ ანაზღაურებს და ქულებს მატებს პარიზს.

წყარო: www.telegraph.co.uk

1,651 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031