Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მუსიკა, რომელიც მუხტავს – სად გაშლით ფრთებს?

მუსიკა, რომელიც მუხტავს – სად გაშლით ფრთებს?
January 15
01:06 2015

სტატიაში თანამედროვე ქართულ ცოცხალ მუსიკაზე ვისაუბრებ და მასში მიმდინარე პროცესებს შევეხები. სტუდენტების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად მიდის იქ, სადაც იცის, რომ გარანტირებული აქვს ენდორფინების გამოყოფა, ზოგჯერ მუსიკა უხარისხოა, ხან დრამის პედალი ფუჭდება და ხან მიკროფონი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს უმნიშვნელო დეტალებია მათთვის, ვისაც ალტერნატიული მუსიკის მუღამი დაჭერილი აქვს, ჩვენს პატარა ქვეყანაში ასეთი ცოტაა, მაგრამ მათი რაოდენობა ზრდადია. ცოცხალი მუსიკა აშკარად ვითარდება და ახლა უკვე თვე არ გავა ისე, რომ სადმე ბარში, ან სულაც ქუჩაში “ლაივ” შემსრულებელს არ წააწყდეთ.

ბევრი დამეთანხმება, ბევრისთვის კი ალბათ უცნაური შეფასებაა, მაგრამ ჩემი აზრით თავისუფლებისკენ სწრაფვა განსაზღვრავს ალტერნატიული სცენის მოთხოვნას. ის მუხტი რომელიც ზემოთ ვახსენე, პირველ რიგში მაინც პროტესტით არის სავსე ჩვენს ქართულ რეალობაში. სტუდენტთა უმრავლესობა დღეს მაინც ჩაკეტილია, არ მგონია, რომ მათ არ აქვთ მეგობრებთან ერთად მხიარულების სურვილი, უბრალოდ ჩვენ თაობებს ბევრი ძველი გადმოგვყვა, რაც გვამუხრუჭებს და მუდმივად წრეზე სიარულს გვკარნახობს. ალბათ არ ვფიქრობთ თავისუფლების პროცესზე, მის არსზე. სამწუხაროა, რომ სიახლეების მიღება ამდენი წლის შემდეგ ისევ ასე გვიჭირს სტუდენტებს…

live

ერთხელ მეგობრებთან ერთად ახლად გახსნილ “ინდი როკ ბარში” ვიყავი, სადაც მებო ნუცუბიძეს “ლაივი” ჰქონდა. შეუძლებელია ბედნიერი არ ვყოფილიყავი მისი მოსმენით, თავის “თრექებს” სულიდან წამოსული ხმით, მთელი გრძნობით ასრულებდა, შეუძლებელია ადამიანმა ამ დროს არ იგრძნო თავი მსუბუქად.

ამის შემდეგ სურვილი გამიჩნდა პირადად მისთვის მეკითხა, მებო როგორც რესპონდენტიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა;

პირდაპირ მთავარით დავიწყოთ, შეაფასე ქართველი მსმენელი, როგორია ის? ადვილად შეუძლიათ გახსნა? ბევრი აძაგებს მათ და შენ როგორ ფიქრობ, პრობლემა მხოლოდ მათშია?

– ძირითადად ქართველ მსმენელს საყვედურობენ . მე კი მგონია, რომ ეს პრობლემა ორმხრივია. მუსიკოსებიც არ აწვდიან მსმენელს ისეთ პროდუქტს, რომ ისინი გაიზარდონ როგორც მსმენელი. ოდნავ მეტი თავისუფლება და გახსნა სჭირდებათ და კიდევ იმის მიხვედრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანნი არიან მუსიკოსებისთვის. როცა მსმენელისგან არ არის feedback, ეს ძალიან რთულია მუსიკოსისთვის.

აი მაგალითად, პოლონეთში დავუკარით ზაფხულში და დღემდე გვწერენ, დღემდე აზიარებენ ჩვენს სიმღრებს და დღემდე გველოდებიან, როდის ჩავალთ. თბილისში კიდევ აქვე ვართ და კი, გვისმენენ, მაგრამ არ არიან ისეთი აქტიურები საკუთარი ემოციის და დამოკიდებულების გამოხატვაში. ალბათ ესაა ძირითადი განსხვევაბა. თუმცა მჯერა, რომ მალე ქართველი მსმენელიც მიეჩვევა საკუთარი ემოციების გამოხატვას. ჩვენთან ერთად სულ მღერიან ხოლმე კონცერტებზე.

როცა ხელოვნების ამ სფეროზე გვაქვს ლაპარაკი, შეუძლებელია არ შევეხოთ თავისუფლებას, რა არის ის? რამდენად თავისუფლები არიან ქართველი ახალგაზრდები?

– თავისუფლება ალბათ პირველ რიგში არჩევანის გაკეთების უფლებაა და შემდეგ უკვე, ამ არჩევანზე პასუხისმგებლობის აღება.
ქართველები? არც ისე მეგობრულად, სამწუხაროდ. ბევრი თავისუფლების შემზღუდველი სტერეოტიპი და ტაბუდადებული თემა არსებობს, რომელიც ასე თუ ისე გვზღუდავს.

როგორ ფიქრობ ცოცხალ მუსიკას თუ ჰყავს საკმარისი მსმენელი საქართველოში? რას უკავშირებ მათ აქტივობას ან ინერტულობას?

– მსმენელი ყავს. თან საკმაოდ კარგი. ინერტულობა მათი ბრალი არაა. ვისაც რეაულური ბერკეტები აქვს სიტუაციის შესასცვლელად, არაფერს აკეთებს და შესაბამისად მნიშვნელოვანი არაფერი ხდება ამ ქვეყანაში. და თუ ხდება, მარტო საახალწლო და ტანცი-მანცი კონცერტები, რომლებიც მთლიანად გამოფიტულია ხელოვნებისაგან

გვითხარი სად გაქვს ლაივები? როგორც ვიცით შენი მთავარი აქტივობა ჯგუფ “The BearFox” – ს უკავშირდება, გვითხარი სად შეიძლება თქვენი მოსმენა?

– ხან სად, ხან სად. ბოლოს დავუკარი “ზოესთან” და “ინდი როკ ბარში”. ასე რომ, ჩვენი მოსმენა ბევრგან შეიძლება. ამ ეტაპზე მთლიანად ვარ გადართული ჩემი ცხოვრების პროექტის – The BearFox-ის მუსიკაში ჩემ სულიერ მეგობართან და მასტერთან – ბეთხოსთან ერთად. ვგეგმავთ საინტერესო რაღაცეებს. ჩვენი მოსმენა შეიძლება იუთუბზე, საუნდქლაუდზე. ისე კი, მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე და მუდმივად გაიგეთ ჩვენი სიახლეების შესახებ

ცალკე განხილვის თემაა “Tbilisi Open Air”, რომელიც ჩემი აზრით მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე კარგ საქმეს აკეთებს ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის. ბევრის თქმა შეიძლება ამ ფესტივალის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მაგრამ ლაპარაკს არ აქვს აზრი, ამ შემთხვევაში უძლურია სიტყვები, თუ თვითონ არ შეიგრძნობთ ამ პროცესს. მოკლედ ვიტყვი, რომ წელიწადში მინიმუმ ერთხელ კარგად ორგანიზებული მუსიკალური ფესტივალი იმართება, მართალია წუნიც ბევრი აქვს, მაგრამ პირადად მე დადებითს უფრო მეტს ვხედავ. სტატიას სწორედ “Open Air” – ზე LoudSpeakers -ის ლაივით დავამთავრებ, სადაც პირადად ვესწრებოდი და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ათობით ათას ახალგაზრდას შეეგრძნო ემოცია, რომელმაც ისე დაგვმუხტა, რომ მაშინ კიდეც გავშალეთ ფრთები.

ავტორი: ნუკა იოსელიანი

773 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031