Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

5 სასარგებლო ვებ-გვერდი სტუდენტებისთვის

5 სასარგებლო ვებ-გვერდი სტუდენტებისთვის
January 15
14:23 2015

ინტერნეტი ცოდნის მიღების მნიშვნელოვანი და ხშირად შეუცვლელი რესურსია. მეცნიერება, მათემატიკა, ეკონომიკა, ბიზნესი… ამ მიმართულებით წარმოგიდგენთ სტუდენტებისთვის სასაგებლო ვებ-გვერდებს. ისინი დაგეხმარებათ ერთი შეხედვით რთული საკითხები შესწავლოთ მარტივად და მიიღოთ უამრავი საჭირო ინფორმაცია.

 

Wolfram Alpha

ეს არის მშვენიერი ონლაინ ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად ამოხსნათ მათემატიკური ამოცანები პირდაპირ ონლაინ. საკმარისია საძიებო ველში აკრიფოთ მაგალითი და ის ნაბიჯ-ნაბიჯ მოგცემთ მის სწორ პასუხს.

 

Wolfram
Mathaway

ამ ვებ-ვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე წამში ამოხსნათ სხვადასხვა მათემატიკური ამოცანა. ვებ-გვერდი დაგეხმარებათ ისეთ საგნებში როგორიცაა ალგებრა, ტრიგონომეტრია, სტატისტიკა და მრავალი სხვა . მიუთითეთ მათემატიკური ამოცანა, აირჩიეთ თემა და დააჭირეთ ღილაკს „პასუხი“. შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ პრემიუმ ანგარიში და მიიღოთ პასუხები თანხმლები კომენტარებით და ახსნით.

Mathway
Dynamic Periodic Table

საუკეთესოა რესურსი განსაკუთრებით იმ სტუდენტებისთვის, რომლებსად აინტერესებთ ქიმია. აქ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ქიმიური ელემენტების პერიოდულულობის ცხრილის ყველა ელემენტზე, იზოტოპებეზე და მრავალი სხვა. საკმარისია დააწკაპუნოთ ნებისმიერ ქიმიურ ელემენტს და გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც გაიგებთ ყველაფერს ამ კონკრეტული ელემენტის შესახებ.

dynamic

Math.com

ეხმარება სტუდენტებს ონლაინ შეისწავლონ მათემატიკური პრინციპები. ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ცნობარი, შეფასებები, გადაწყვეტილებები, რაც დაგეხმარებათ გაიგოთ მათემატიკის საფუძვლები.

math

Tutor2u

ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია ლექციები და სტატიები სხვადასხვა მიმართულებით: ეკონომიკა, ბიზნესი, პოლიტიკა, მეწარმეობა, სამართალი, სოციოლოგია, ისტორია და მრავალი სხვა. ვებ-გვერდზე სტუდენტებისთვის და მასწავლებლებისთვის განთავსებულია უფასო სასწავლო მასალები. შესაძლებელია აგრეთვე გახდეთ ვებ-გვერდის ხელმომწერი.

tutor

 

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

 

2,300 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031