Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როგორ იპოვო შენი საყვარელი საქმე

როგორ იპოვო შენი საყვარელი საქმე
January 20
17:06 2015

გავიგოთ ის, რომ დაკავებული ვართ საყვარელი საქმით , არც თუ ისე რთულია. თქვენ უბრალოდ შეიგრძნობთ ამას. როგორ ვიპოვოთ ეს საქმე? ეს არის რთული კითხვა, მაგრამ მასზეც შესაძლებელია პასუხის მოძებნა. რაც თქვენგან იქნება საჭირო ეს არის ფიქრი და საკუთარ თავთან ბოლომდე გულახდილობა. ბოლო პირობის გარეშე არაფერი არ გამოვა.  მზად ხართ საკუთარ თავთან დიალოგისთვის ყოველგვარი გადახვევების და ტყუილის გარეშე? 🙂

თუ მზად ხართ წარმოგიდგენთ 7 (არა) მარტივ ნაბიჯს:

1. ჩამოწერეთ რისი კეთება მოგწონთ

დაიწვეთ ცარიელი ფურცლიდან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გახსენით ახალი დოკუმენტი კომპიუტერში ან აიღეთ სუფთა ფურცელი და საწერი კალამი. დაიწყეთ ყველაფრის ჩამოწერა რსისი კეთებაც მოგწონთ. არ ეცადოთ გარკვეული მიმართულებით წარმართოთ ფიქრი. დაწერეთ ყევლაფერი რაც მოგდით თავში, თუ ეს ეხება იმას რაც ნამდვილად მოგწონთ. ტელევიზორის ყურება, კომპიუტერული თამაშები, მუსიკის მოსმენა… ყველაფერი დააფიქსირეთ ფუქრცელზე. როგორც კი იგრძნობთ, რომ სია დასასრულს მიუახლოვდა, გადახედეთ მას ცხოვრების სფეროების გამოყოფის თვალსაზრისით. რა მომწონს სამსახურში? ინსტიტუტში? რისი კეთება მომწონს სახლში? გაიხსენეთ ყველაფერი რისგანაც იღებთ სიამოვნებას.

2. განსაზღვრეთ იმის არსი რაც მოგწონთ

პირველი პუნქტი იყო ყველაზე მარტივი. ახლა იწყება სირთულეები. ნებისმიერი საქმიანობის უკან იმალება გარკვეული არსი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – მრავალ საქმიანობას აერთიანებს გარკვეული შემადგენელი, რომლიც წარმოადგენს საქმიანობის არს. მაგალითისთვის, სიის შედგენის დროს საყვარელი საქმის მაძიებელმა მიუთითა ბევრი შემდეგი სახის საქმიანობა: პრეზენტაციების ჩატარება, ახალი თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, სხვისი პრობლემების განხილვა, მოხსენების მომზადება და ა.შ. არსი მარტივია- ამ ადამიანს მოსწონს ასწავლოს სხვა ადამინებს. ამ შემთხვევაში სიტყვა „სწავლება“ გადმოსცემს პროცესის არს- გაუზიარო სხვებს ცოდნა, ასწავლო.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

 

3. როგორ მოვახდინოთ არსის რეალიზება სხვანაირად?

ამრიგად თქვენ განსაზღვრეთ რა დგას თქვენი „საყვარელი საქმეების“ სიის უკან. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გამოვლენილი არსის ისე რეალიზება, რომ მან მოგიტანოთ არამხოლოდ სიამოვნება არამედ მატერიალური კეთილდღეობაც. კიდევ ერთი მაგალითი: კომპიუტერული თამაშების მოყვარულმა შესაძლებელია მისი სამომავლო საქმიანობა დაუკავშიროს სწორედ ამ სფეროს. მაგალითად გატესტოს თამაშები.

4. დაწერეთ სინამდვილეში რა გიტაცებთ

გადადეთ გვერდზე ნაწერი. დაივიწყეთ ფიქრები „ჯადოსნურ სიის“ შესახებ. დაუსვით კითხვა საკუთარ თავს:

თუ მომეცემოდა საშუალება ავირჩიო, რითი დავკავდებოდი სიცოცხლის ბოლომდე, 

რა იქნებოდა ეს? რა გიტაცებთ თავიდან ბოლომდე?

იმისათვის, რომ პასუხი გასცეთ ამ კითხვას უნდა იყოთ ბოლომდე გულახდილი საკუთარ თავთან. ეს ერთდროულად ძალიან რთული და მარტივი კითხვაა. მისი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ გაათავისუფლოთ ფიქრები და თანხმობაში მოხვიდეთ საკუთარ თავთან. სიმარტივე მდგომარეობს პასუხში. როდესაც თქვენ იპოვით პასუხს, გაგიკვირდებათ რამდენად მარტივი ყოფილა ის.

5. გაიხსნეთ შემთხვევა როდესაც ეს მოხდა

იპოვეთ ის რაც გიტაცებთ? ახლა გაიხსნეთ, როდის ხდებოდა ეს, კონკრეტულად და დეტალებში. ეცადეთ მაქსიმალურად დაბრუნდეთ წარმოდგენებით იმ დროში. ამით თქვენ საკუთარ თავსაც გაადამოწმებთ

6. გააერთიანეთ რა მოგწონთ და რა გიტაცებთ

თუ ყურადღებით დააკვირდებით მოწონების სიას და იმას რაც გიტაცებთ, თქვენ აუცილებლად იპოვით მათ შორის კავშირს. თავად კავშირი გკარნახობთ თქვენი საყვარელი საქმის შესაძლო ვარიანტებს. გადავხედოთ ზემოთ მოყვანილ მაგალითს. თუ ადამიანს მოსწონს სხვების სწავლება და შესაბამისად საქმიანობა ამასთან კავშირში, ხოლო იტაცებს ახლის ძიება. მას მოსწონს ზუსტად გაერკვეს რაღაც საკითხებში, გაანალიზოს მიღებული ცოდნა და შექმნას ახალი მიდგომა ამ საკითხების მიმართ. ამ მაგალითში მკაფიოდ ჩანს ურთიერთკავშირი. ეს ადმიანი სიამოვნებას ღებულობს ინფორმაციის გადამუშავებისგან და მას მოსწონს ასწავლოს სხვას. სწორედ ასეთი კავშირების პოვნაა აუცილებელი. ასეთი კავშირები არ იქნება ბევრი.

თქვენი „გატაცების“ სფერო როგორც წესი საკმაოდ ვიწროა

 7. იპოვეთ ასეთი საქმე

იფიქრეთ, რას გაგონებთ თქვენი კავშირი „გატაცება- მოწონება“.  თავად კავშირი უკვე გკარნახობთ თქვენი საყვარელი საქმის ვარიანტებს.
ჩვენს მაგალითში გამომდინარე გატაცებიდან და მოწონებიდან, ის შეიძლება გამხდარიყო მეცნიერი. ეს აზრი ავიღოთ საყრდენ წერტილად. კიდევ რა სახის საქმიანობა უკავშირდება მის გატაცებებს და მეცნიერის საქმიანობას? ტრენერი, კონსულტანტი, ბიზნეს ანალიტიკოსი.. პროექტების მენეჯერი. ეს სამუშაო მოითხოვს მუდვიმად ახლის შესწავლას და მის მიტანას ადამინებამდე- სწავლებას. მაგალითად ამ ადამიანისთვის შესაძლებელია საყვარელი საქმე გახდეს სხვადასხვა სფეროში პროექტების მართვა.

საკუთარი საქმის ძიება რთული პროცესია. შეიძლება ამას მოანდომო მთელი ცხოვრება და მაინც ვერ იპოვო ის. ეს არის ინტუიციური გზა. მაგრამ შესაძლებელია დაფიქრდე და გაცნობიერებულად იმუშაო მის ძიებაზე. ეს არის რაციონალური გზა.

დაკავდით იმ საქმით, რომელიც გიყვართ. ან წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ

შეიყვაროთ ის რითიც ხართ დაკავებული.

გისურვებთ წარმატებებს!

859 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031