Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

Player (iOS)- მუსიკალური ფლეიერი, რომელიც არჩევს აკორდებს და ტონალობას თქვენი სიმღერებისთვის

Player (iOS)- მუსიკალური ფლეიერი, რომელიც არჩევს აკორდებს და ტონალობას თქვენი სიმღერებისთვის
January 20
14:58 2015

Player – ეს არის აპლიკაცია მუსიკის მოყვარულებისთვის, რომელიც ავტომატურად არჩევს აკორდებს და ტონალობას სიმღერებისთვის თქვენს პლეერში. ეს აპლიკაცია საუკეთესოა მათთვის ვინც არამხოლოდ უსმენს არამედ თავადაც უკრავს.

სტანდარტული აპლიკაცია „მუსიკა“ iOS გარეგნულად გამოიყურება მომხიბვლელად. უცხო პლეერები საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ სარგებლობთ სხვა სერვისებით, მაგალითად Google Music.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

 

ეს ფლეიერი კი სხვა სტანდარტული აპლიკაციების მსგავსად დარჩება თქვენთან დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ არამხოლოდ უსმენთ არამედ თავადაც უკრავთ. აპლიკაცია სახელად Player ასრულებს არამხოლოდ პლეერის ფუნქციებს, არამედ არჩევს სიმღერის ტონალობას და აკორდებს და გაძლევთ საშუალებას დაუკრათ ის დამოუკიდებლად.

თავად ფლიერში არაფერია განსაკუთრებული: მართვის სტანდარტული ღილაკები და შაფლი რჩეულებში დამატებით. როდესაც თქვენ დააჭერთ ღილაკს Learn, დაიწყება სიმღერის ანალიზის პროცესი. აპლიკაცია დაშლის მას აკორდებად და გაჩვენებთ მათ რეალური დროის რეჟიმში.

IMG_3308-310x550

IMG_3310-310x550

 

სიმღერის მსვლელობისას იცვლება აკორდები, ხოლო გიტარის გრიფი გაჩვენებთ მათ სქემატურად.
გარდა ამისა, პლეერში არის დამატება Discover, სადაც შესაძლებელია მოძებნოთ პოპულარული და უკვე „დაშლილი“ სიმღერები ბმულით iTunes-ზე. აკორდების თანმიმდევრობა მაშინვე ხელმისაწვდომია, მაგრამ რეალურ დროში დასაკრავად მოგიწევთ იყიდოთ სიმღერა.

IMG_3311-310x550IMG_3312-310x550

 

Player- ეს არის არაჩვეულებრივი აპლიკაცია. ის ნამდვილად საუკეთესოა მათთვის ვინც დაკავებულია მუსიკით ან მუსიკა უბრალოდ მათი საყვარელი ჰობია.

397 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031