Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

დასახელდა 2014 წლის ყველაზე ცუდი ინტერნეტ-პაროლები

დასახელდა 2014 წლის ყველაზე ცუდი ინტერნეტ-პაროლები
January 21
13:57 2015

2014 წლის შედეგებით ინტერნეტ-ანგარიშებისთვის მომხმარებლის მიერ გამოყენებული ყველაზე არასაიმედო პაროლი ისევ აღმოჩნდა ციფრების კომბინაცია 123456. ამას ადასტურებს კომპანია SplashData-ს მონაცემები, რომელიც ყოველწლიურად ადგენს ყველაზე ცუდი პაროლების რეიტინგს.

მეორე ადგილი ისევ დაიკავა სიტყვამ password. მესამე ადგილი- ციფრების თანმიმდევრული კომბინაცია 1-დან 5-მდე, მეოთხე ადგილზე ასევე ციფრების კომბინაცია 12345678. ხუთეულს ასრულებს სიტყვა – qwerty.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ციფრების თანმიმდევრული კომბინაციის შერჩევა და გატეხვა უადვილესია.  პირველი 25 ყველაზე არასაიმედო პაროლებს შორის მათ წილად მოდის- 10. ამიტომ ასეთი პაროლების დაყენება ნამდვილად არ ღირს ინტერნეტ-ანგარიშებზე მნიშვნელოვანი ინფომაციით- მაგალითად ელექტრონული ფოსტა ან ონლაინ- ბანკინგის სერვისი.

ხშირად უიღბლო პაროლებს შორის გვხდება სპორტული ტერმინები- ათეულში აღმოჩნდა სიტყვა baseball (მე-8 ადგილი) ან football (მე-10 ადგილი), ხოლო ასეულში აღმოჩნდა პოპულარულ სპორტული გუნდების სახელები yankees, eagles, steelers, rangers და lakers.

არც თუ ისე იშვიათად მომხმარებლაბი პაროლის სახით იყენებენ საკუთარ სახელებს. მაგალითად მე-20 ადგილზე აღმოჩნდა სახელი Michael, ხოლო ტოპ 100-ში Jennifer და Michelle. ძალიან ხშირად არასანდო აღმოჩნდება პაროლი, რომელიც ასახავს დაბადების წელს- განსაკუთრებით გამოირჩეოდა წლები 1989-დან 1992 -ის ჩათვლით.

და ბოლოს, ნამდვილად არ იქნება სწორი არჩევანი, რომ პაროლად აირჩიოთ საყვარელი სუპერგმირის სახელი. 21-ე ადგილი რეიტინგი დაიკავა პაროლმა superman, ხოლო 24-ე – batman

 

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

 

1,634 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031