სტაჟირება პროექტების მართვის, იურიდიულ და საინფორმაციო დეპარტამენტში

დასაქმება

ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” ცენტრალური ოფისი იწყებს სტაჟირების პროგრამას სხვადასხვა მიმართულებით.

პროექტში ჩაერთვებიან მოტივირებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ახალგაზრდები სტაჟირებას გაივლიან ფონდსა და მის პარტნიორ ორგანიზაციებში, სხვადასხვა პოზიციაზე. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს.

აუცილებელი მოთხოვნებია:

საოფისე პროგრამების ცოდნა;
უცხო ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში გამართულად მუშაობის უნარი;
პრეზენტაციის კარგი უნარები;
პუნქტუალური;
გუნდური მუშაობის უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
მოკლე დროში მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის ლოგიკურად და გასაგებად მიწოდების უნარი;
მოლაპარაკების წარმოების უნარი, აზრის არგუმენტირებულად გამოხატვის, დარწმუნების, ყურადღებით მოსმენის უნარი;
ანალიზი, პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი,
მიზანზე ორიენტაციის უნარი.

წარმატებულ კანდიდატებს ვთავაზობთ:

სტაჟირებას შემდეგ დეპარტამენტებში: პროექტების მართვის, იურიდიული და საინფორმაციო (ჟურნალისტი, ოპერატორი, მემონტაჟე);
პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ფართო შესაძლებლობებს;
სტაჟირების გავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიღებას;
საშუალებას მოისმინონ მოწვეული სტუმრების სხვადასხვა ლექცია;
გამორჩეული სტაჟიორები ჩაერთვებიან საქმიან მოლაპარაკებებში;
სტაჟირების დროს თავის გამოჩენის შემთხვევაში, სტაჟიორებს შესაძლებლობა მიეცემათ დარჩნენ ადმინისტრაციულ გუნდში.

გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ ელფოსტაზე: idf.tbilisi@gmail.com

შესარჩევი პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

აპლიკაციების გადარჩევა
ჯგუფური გასაუბრება.

წარმატებულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან თითოეული ეტაპის ვადის დასრულებისთანავე.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი, 2015 წ.

ტელ: 593 217749
საკონტაქტო პირი: თამთა შამათავა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები