EVS-ის ვორქშოპი თსუ-ში ჩატარდება

გაცვლითი პროგრამები

თსუ-ს პირველი კორპუსის 07 აუდიტორიაში, 23 იანვარს, გაიმართება EVS-ის ვორქშოპი. როგორ შეიძლება ევროპაში მოხალისედ წასვლა? რა არის EVS პროგრამა და როგორ მუშაობს ის?

ახალგაზრდული ასოცოციაცია დრონის ევროპის მოხალისეთა სერვისის მოხალისეები დამსწრეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და გააცნობენ პროექტის ძირითად იდეას, ასევე, იმ შესაძლებლობებსა და დადებით მხარეებს, რომელიც ამ პროექტს თან ახალვს.

დასაწყისი 14:00 საათზე.

აღნიშნული ღონისძიება ტარდება თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის მხარდაჭერით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები