Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მერე რა რომ სტუდენტი ვარ, მე არ მინდა გართობა?!

მერე რა რომ სტუდენტი ვარ, მე არ მინდა გართობა?!
January 24
17:57 2015

ალბათ ყველა სკოლის მოსწავლეს უნდა, რაც შეიძლება სწრაფად გახდეს სტუდენტი და სტუდენტური ცხოვრება იგემოს. ამ პერიოდს ხომ მშობლები პატარა ზღაპარივით აგვიღწერენ, გვიყვებიან როგორ ერთობოდნენ და ჩვენც ერთი სული გვაქვს, საკუთარ თავზე გამოვცადოთ ყველაფერი. 🙂

სტუდენტური ცხოვრება განსაკუთრებულია თავისი გამოცდებით, გათენებული ღამეებითა და გართობით. მართალია, ზოგს ნაკლები დრო რჩება გასართობად და მეგობრებთან ერთად სადმე წასვლისთვის, მაგრამ თავისუფალი დრო, ასე თუ ისე, ყველას აქვს. ზოგს საერთოდ არ აინტერესებს კლუბები, კაფეები და ასეთი ხალხმრავალი ადგილები. ურჩევნია თავისთვის სახლში მარტო დაჯდეს და საინტერესო წიგნი იკითხოს, ანდაც ფილმებს უყუროს. ზოგი ჯანსაღ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას და სპორტს მისდევს, სულ არ აინტერესებს კლუბებში გათენებული ღამეები…

ზოგისთვის დროის სწორად გადანაწილება საკმაოდ რთული ამოცანაა. რა ქნას იმან, ვისაც უნივერსიტეტში მაღალი ქულები და სტიპენდია უნდა, მაგრამ ასევე მეგობრებთან ერთად გართობაზეც ვერ ამბობს უარს? თუკი მოინდომებ და დროის სწორ მენეჯმენტს ისწავლი, ყველაფერი გამოგივა! 😉

nancho jangveladze

ვნახოთ, როგორ ატარებენ თავისუფალ დროს სტუდენტები და უშლით თუ არა გართობა სწავლაში ხელს…

ნანჩო ჯანგველაძე (სამედიცინო უნივერსიტეტი „ჰიპოკრატე“)

– გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობ და საპასუხისმგებლო პროფესიას ვეუფლები, გართობის დრო ნაკლებად მრჩება. თუმცა, უპირატესობას უფრო მშვიდ გარემოს ვანიჭებ. მე და ჩემს მეგობრებს ერთ–ერთი მშვიდი კაფე გვაქვს ამოჩემებული და იქ დავდივართ ხშირად. თავისუფალ დროს წიგნების კითხვაც მიყვარს, კარგია განტვირთვისთვის. ახლა, ჯერ კიდევ ფინალური გამოცდების ციებ–ცხელებაში ვარ და ერთი სული მაქვს, როდის შემეძლება ჩემს მეგობრებთან ერთად თავისუფლად გართობის შესაძლებლობა.

elene chirakadze

ელენე ჭირაქაძე (თსუ)

– გართობა სწავლაში ხელს არ მიშლის. ვცდილობ, დრო თანაბრად გადავანაწილო. მეგობრებთან ერთად მყუდრო გარემოში მირჩევნია ყოფნა.

კლუბური გართობები და ხმაური დიდად არ მხიბლავს, მაგრამ ხანდახან მაინც მიწევს, თუნდაც უნივერსიტეტის მიერ გამართულ საღამოებსა და დაბადების დღეებზე კლუბში სიარული.

 

ანუკი გედენიძე(სოხუმის უნივერსიტეტი)

anuki gedenidze

– გართობაზე არაფრის გამო არ ვამბობ უარს, მათ შორის სწავლის გამოც. კვირაში მინიმუმ ორჯერ უნდა გავიდე სადმე, რომ განვიტვირთო. ერთი სანაყინე მაქვს ამოჩემებული, სადაც ყოველ კვირას დავდივარ მეგობრებთან ან დედასთან ერთად.

ეს ბოლო პერიოდია, ალბათ გადატვირთული გრაფიკის გამო, მშვიდ ადგილებში სიარულს ვანიჭებ უპირატესობას. ყველაზე კარგი კი რომელიმე მეგობართან სახლში მისვლაა.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

 

როგორც ვხედავთ, განტვირთვა და მეგობრებთან ერთად გართობა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა მონდომებული იყო სწავლაზე, თუკი არ დაისვენე და სადმე გასართობად არ წახვედი, უბრალოდ „გადაიწვები“ ადამიანი.

სტუდენტობა ცხოვრების აქტიურ წესთანაა გაიგივებული. ჩემი აზრით, ჯობია ერთ–ორი დღე ჩააგდო და არ იმეცადინო, გაერთო და შემდეგ განახლებული ძალებით დაუბრუნდე უნივერსიტეტს. ცხოვრების ჯანსაღი წესი, სპორტი, სწორი კვება და გართობა სტუდენტობის პერიოდს უფრო გაგილამაზებთ.

შეიძლება, ერთი შეხედვით ყველაფრის მოსწრება შეუძლებელი ჩანს, მაგრამ თქვენ მაინც სცადეთ, იქნებ გამოგდით?! გართობასა და დასვენებაში ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწავლას მივხედოთ, ამ პერიოდში ხომ ჩვენი მომავალი წყდება.

საბოლოოდ კი, გირჩევთ, სცადოთ და ყველაფერზე თანაბრად გადაანაწილოთ დრო. ასე სწავლასაც და გართობასაც მშვენივრად მოასწრებთ და სტუდენტური ცხოვრებაც უფრო ლაღი და ფერადი გახდება 😉

ავტორი: თამარ თურქია

874 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031