Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ქართული კინო – რას ფიქრობენ სტუდენტები?

ქართული კინო – რას ფიქრობენ სტუდენტები?
January 25
16:48 2015

როგორია ქართველი სტუდენტების დამოკიდებულება ქართულ კინოსთან? რას ფიქრობენ ისინი, მოსწონთ თუ არა ბოლო დროინდელი ფილმები…

ბოლო სამი წლის მანძილზე ქართულ კინოში საინტერესო ძვრები შეინიშნება. გამოჩნდნენ კინემატოგრაფისტები რომლებმაც სიახლე შემოიტანეს და მათმა ფილმებმა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ დიდი წარმატებები მოიპოვეს.

დღეს უკვე ბევრი საუბრობს ამ წარმატებებზე და მათი შეფასებები არაერთგვაროვანია. თუმცა ჩვენთვის მეტად საინტერესოა თუ რას ფიქრობენ ბოლო დროინდელ ფილმებზე ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის მომავალს (გნებავთ კინოგემოვნებასაც), ანუ სტუდენტები.

რა თქმა უნდა ახალგაზრდების აზრის გასაგებად ქუჩაში ხეტიალი არ დამიწყია და პირდაპირ იმ სტუდენტებს მივადექი, რომლებიც ქართულ კინოსთან ახლოს არიან, ზოგი მათგანი ქმნის კიდეც მას.

ჩემი პირველი რესპონდენტი კინომცოდნეობის ფაკულტეტის ილიაუნის სტუდენტი, თათა გულვერდაშვილია:

რას ფიქრობ ბოლო დროინდელ ქართულ კინოზე? რა მოსწონთ და რა არა ქართველ სტუდენტებს?

სტუდენტების სახელით ლაპარაკი გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო დროინდელი ფილმები სტუდენტებში დიდი წარმატებით სარგებლობს. მაგალითდ „გრძელი ნათელი დღეები“, „გაიღიმეთ“, „მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს“, „მანდარინები“… ამ ფილმების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა კინემატოგრაფმა გრძელვადიანი პაუზა დაძლია. რეალურად, ვერ ვიტყვით, რომ ადრინდელ პერიოდში საერთოდ არაფერი იქმნებოდა, მაგრამ ბევრი ვერაფრის გახსენებას შევძლებთ. ჩემი პირადი აზრია, რომ ეს გარდამავალი პერიოდი საბჭოთა კინოდან თავის დაღწევის და თანამედროვე იდეებთან მიახლოების პერიოდი იყო.

რაც შეეხება იმას, თუ რა დავიწყეთ, რა ცვლილებებს ვხედავთ და საერთოდ დავიწყეთ თუ არა კარგი კინოს კეთება, ამაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს, ან არსებობს და ის ძალიან ზოგადია. მე ვთვლი, რომ ჯერ ისევ ვსწავლობთ. ახლა, გავდივართ გადაფასებების და კინოს ძირითადი იდეებისა და მიზნების გამორჩევის პერიოდს.

– ქართულკინოში რა სიახლეებია? სად ჩანს, რომ ის შედარებით განვითარდა?

მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება, მაგალითად ბოლო ათწლეულების მანძილზე ქართველი ავტორები ძირითადად ნარკომანიას და სიღარიბეს ეხებოდნენ. ახლა კი იქმენა ფილმები სადაც წამოწეულია პიროვნება, მისი ღირებულებები, ქალთა უფლებები, რელიგია, სექსი…

-იმედის მომცემი შეფასებაა. როგორ ფიქრობ საკმარისი ყურადღება ეთმობა სტუდენტების მხრიდან ამ ფილმებს?

საკმარისია თუნდაც სოციალურ ქსელში გადავხედოთ პოსტებს ბოლო ფილმების შესახებ და დავინახავთ, რომ უამრავი ადამიანი განიხილავს ფილმებს, ძირითადად კი სტუდენტები,ისინი აკრიტიკებენ, აფასებენ სხვადასხვა ეპიზოდებს და ხშირ შემთხვევაში რეცენზიებსაც წერენ. ასე რომ, ამ მხრივ ნამდვილად თვალსაჩინოა ქართული კინოს პროგრესი.

cms-image

 

მნიშვნელოვანია ის სივრცეც, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ ფილმის დიდ ეკრანზე ნახვა და საჯარო განხილვა. საბედნიეროდ ასეთი სივრცე გვაქვს, თანაც არაერთი. მაგალითად კინოს სახლი, სადაც საავტორო კინოს მოყვარულებს სხვადასხვა რეჟისორების კვირეულებით გვანებივრებს. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ ადამიანს ვესაუბრე, რომელიც თავის თავს კინომანს უწოდებს.

– ლიკა, შენი ზედმეტი სახელიდან გამომდინარე (Cafe-de-floor) ადვილი მისახვედრია, რომ ფრანგული კინო გიყვარს, მაგრამ მე მაინტერესებს როროგრია შენი დამოკიდებულება ქართულ კინემატოგრაფთან?

ბევრი არაფერი მინახავს, მაგრამ რაც ვნახე ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით „გრძელ ნათელ დღეებს“ და „Keep Smiling“ – ს გამოვყოფდი. ფემინისტურმა ფილმმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა.

– სად ნახულობ ამ ფილმებს? და არამარტო ამ ფილმებს, ზოგადად მაინტერესებს, სად შეიძლება კარგი ფილმების ნახვა?

ბევრგან შეიძლება, მაგალითად კინოს სახლში, თეატრალურის კნოკლუბში. ასევე ჩემს უნივერსიტეტში არის „უნიკინო“, განხილვა ყოველთვის საინტერესოა ხოლმე.

– ქართულ კინოს თუ აჩვენებენ ამ დარბაზებში?

პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ფილმის ხარისხი. საინტერესო ნამუშევრებს რა თქმა უნდა აფასებენ, „მანდარინების“ ჩვენება იყო იმ დღეს კინოკლუბში, „გრძელ ნათელ დღეებსაც“ სათანადო ჩვენებების სერია ჰქონდა.

– სტუდენტები აქტიურად ესწრებიან? იციან ამ კინოკლუბების არსებობის შესახებ?

ფეისბუქზე აქტიურად აზიარებენ ამ ინფორმაციას, გარდა ამისა უნივერსიტეტში შემთხვევით მაინც გაიგებ კინოკლუბის შესახებ. ასე რომ, ეს პრობლემა არ დგას. (ლიკა შირო, „ილიას უნივერსიტეტის“ ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი)

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

 

გიორგი ყუშიტაშვილი თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია,  მაგრამ დიდი ხანია ხელოვნების ამ დარგმა გაიტაცა და მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი კინოს უკავია. ბოლოს მინდა მისი კომენტარით დავასრულო, რომელმაც ახალთან ერთად ძველი ფილმებიც გაიხსენა;

– ჩემთვის ცნობილია, რომ ქართული კინო გამორჩეულად გიყვარს, რამ განაპირობა ეს?

ჩემთვის ქართული კინოს სიყვარული ელდარ შენგელაიას კინოშედევრებით იწყება. ისეთებით როგორებიცაა „შერეკილები“ და „ცისფერი მთები“, ამ უკანასკნელს ვრცელი რეცენზიაც მივუძღვენი.

– ბევრი ამბობს, რომ ქართულმა კინომ გამოღვიძება დაიწყო, ეთანხმები ამ მოსაზრებას?

ბოლო ათწლეულებია მნიშვნელოვანი ძვრები არ მომხდარა, ძირითადად მოსაბეზრებელ და გადაღეჭილ თემებზე იქმენბოდა ფილმები, თანაც უხარისხო. ბოლო 3-4 წელიწადში ნამდვილად აღმავლობის ხანა დაიწყო. ქართულმა ფილმები ევროპის მნიშვნელოვან ფესტივალებში მონაწილეობდა და ზოგიერთმა მათგანმა პრიზებიც აიღო. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ გვქონდეს ფილმის სიყვარული და პირველ რიგში ჩვენ ვაფასებდეთ ადამიანებს, რომლებიც კინოს ქმნიან.

– სტუდენტებში აქტუალურია ეს ფილმები? შეაფასე ქართველი მაყურებელი

ძალიან მიხარია, რომ „მანდარინები“ ჩვენში ოსკარამდე უკვე იყო პოპულარული. სხვა ფილმებიც საკმაოდ ფართო მასშტაბით იყო გაშუქებული. არსებობს ინფომაცია, რომ რამდენიმე დამწყები რეჟისორი თავის სადებიუტო ფილმს იღებს. ამგვარად კინომოყვარულებს წინ საიტერესო მოვლენები გველის. საქართველოში ყალიბდება საავტორო კინოს კულტურა, რაც ძალიან კარგია, ვინაიდან კინოს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

1

გამორჩეული აუდიტორია თეატრალური უნივერსიტეტის კინოკლუბს ჰყავს, სადაც უამრავი სტუდენტი ესწრება ჩვენებებს და თემატურად საინტერესო ფილმებს, სათანადოდ განიხილავენ კიდეც.

კარგად მახსოვს „მანდარინების“ ჩვენება თეატრალურის კინოკლუბში, მაშინ ეს ფილმი ჯერ კიდე არ იყო ასეთი ცნობილი, მაგრამ დარბაზი გადაჭედილი იყო, ამის ერთერთი მიზეზი კი ის იყო, რომ ჩვენებას ესწრებოდა ფილმის ავტორი ზაზა ურუშაძე, რომელიც საკუთარი ფილმის განხილვაში მონაწილეობდა და ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო.

ახლა მთელი საქართველო ვგულშემატკივრობთ „მანდარინებს“, რომელიც ამ დროისთვის „imdb“ – ს გამოკითხვაში 3 276 ხმით ლიდერობს. უმნიშვნელოვანესია ის რაც ხდება, იმედია სტუდენტებს კიდევ ბევრი ფილმის ნახვა შეგვეძლება და განსახილველი თემები არ მოგვაკლდება.

ამ დროისთვის კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ საავტორო კინოში აღმავლობის ხანა იწყება.

ავტორი: ნუკა იოსელიანი

1,175 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031