Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მომავალი ჟურნალისტების პოზიცია ,,შარლი ებდოსთან” დაკავშირებით

მომავალი ჟურნალისტების პოზიცია ,,შარლი ებდოსთან” დაკავშირებით
January 26
22:22 2015

2015 წელი საფრანგთში ტრაგიკულად დაიწყო. 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სატირული ჟურნალის ,,შარლი ებდოს’’ (ქართულად: ,,შარლის ყოველკვირეული’’) 10 თანამშრომელი (მათ შორის ჟურნალის რედაქტორი) და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა, დაახლოებით 10 კი დაშავდა.

თავდასხმამდე ერთი საათით ადრე ჟურნალში ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის კარიკატურა გამოქვეყნდა. ეს გახდა ტერაქტის განხორციელების მიზეზიც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელები ყვიროდნენ ,,დიდებაალაჰს’’, ,,ჩვენ შური ვიძიეთ წინასწარმეტყველის გამო!’’.

მსოფლიომ მომხდარი დაგმო. 2015 წლის 11 იანვარს საფრანგეთის დედაქალაქში ერთიანობს მარში დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტი ქვეყნის პირველმა პირმა.

2015 წლის 8 იანვარს თბილისში, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან გაიმართა სოლიდარობის აქცია „მე ვარ შარლი ებდო“. აქციის მონაწილეები შეუერთდნენ სოლიდარობის გლობალურ კამპანიას „Je suis Charlie Hebdo-ს’’, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ,,შარლი ებდოზე’’თავდასხმისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო იმართება.

693A91D040AD4E29F3C92C0F8E5A5C8E_787_442

ჟურნალის რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტიდან ერთი კვირის შემდეგ სატირული გამოცემის ახალი ნომერი 3 მილიონიანი ტირაჟით გამოვიდა, რომლის ყდაზეც მუჰამედ წინასწარმეტყველის ფოტო დაიბეჭდა. მას ხელში უჭირავს პლაკატი, წარწერით ,,მე ვარ შარლი” (Je Suis Charlie). კარიკატურის ზედა მხარეს კი დატანილია წარწერა ,,ყველაფერი ნაპატიებია’’ (Tout est pardonné).

მომხდართან დაკავშრებით საზოგადოების აზრი ორად გაიყო. თუ ხალხის დიდი ნაწილი ტერაქტს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას უწოდებდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არაეთიკურად და შეურაცხმყოფელად მიიჩნევდნენ მსგავსი კარიკატურების დაბეჭდვას.

რას ფიქრობენ მომავალი ჟურნალისტები ამ ყველაფერთან დაკავშირებით საქართველოში? როგორია მათი პოზცია ამ გადმოსახედიდან?

10610586_789585291073753_8664083464735263005_n

თათია გაჩეჩილაძე კავკასიის მედიასკოლის პირველი კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მას ადამიანთა სიცოცხლე არ უნდა ემსხვერპლოს. ის ,,შარლი ებდოს’’ ახალი ნომრის გამოსვლას გარკვეულ კომერციულ გათვლებს უკავშირებს.

,,მესმის, რომ სიტყვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია და უნდა დავიცვათ იგი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იყო თავისუფალი არ ნიშნავს, შეურაცხჰყო სხვა. აღმსარებლობის თავისუფლებაც ისეთივე უფლებაა ადამიანისა, როგორიც სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.
რასაკვირველია, არ ვამართლებ ტერორიზმს, ყველა შემთხვევაში ვგმობ მას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში დამნაშავისა და მსხვერპლის დასახელება რთულია. არავის სიამოვნებს რელიგიის შეურაცხჰყოფა, მესმის, რომ ,,შარლი ებდო” სატირული ჟურნალია, მაგრამ მათი კარიკატურები ყოველგვარ სატირას სცდება…

რაც შეეხება ჟურნალის ახალ ნომერს, რომელიც ძალიან დიდი ტირაჟით გაიყიდა, კომერციულ გათვლად მივიჩნევ. ვფიქრობ, რედაქცია სარგებლობს მოსახლეობისა და, ზოგადად, მსოფლიოს აღტკინებით და თავის სასარგებლოდ იყენებს მას.
სიტყვის თავისუფლების დაცვა, თუ შეიძლება ასე შევაფასოთ ეს მოვლენა, აუცილებელია, მაგრამ როგორც მომავალი ჟურნალისტი, ვფიქრობ, ის ადამიანთა სიცოცხლის ფასი არ უნდა დაგვიჯდეს. ახალ კარიკატურებზე მუშაობისას, კარგი იქნებოდა თუ ,,შარლი” იმ უდანაშაულო მუსლიმებს გაიხსენებდა, რომლებიც რედაქციის ტერაქტის დროს დაცვას ემსხვერპლნენ.’’

10688157_843572395675244_2853023199799918669_o

მომხდართან დაკავრებით ,,შარლი ებდოს’’ ადანაშაულებს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ამიკო პარასკევაშვილი., ,ჩემთვის, როგორც მომავალი ჟურნალისტისათვის, ეს უკიდურესი ზომა იყო, არის და იქნება მიუღებელი, რადგან მე ვგმობ ყოველგვარ სახის ძალადობასა თუ სისასტიკეს. მოხდა მძიმე დანაშაული და დაიღუპა ხალხი, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ,,შარლი ებდოს’’ რედაქციას უნდა სცოდნოდა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ფაქტს. როდესაც ამდენი დაჯგუფებებისა თუ ტერორისტული ორგანიზაციების წევრები არიან მუჰამედის მიმდევრები და თაყვანს სცემენ მის რელიგიას, უმოქმედოდ არ გაჩერდებოდნენ.

რაც შეეხება ახალი ნომრის დაბეჭვდას, არ მივესალმები, რადგან ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვევს ხელახალ აგრესიას და ვშიშობ,ა სეთი ტერაქტი კვლავ განმეორდება. რატომღაც ეს ყველაფერი მაგონებს ერთ ძველ ტრადიციას–სისხლის აღების ტრადიციას, სადაც აუცილებელი პირობაა პასუხის დაბრუნება. ამას ეწირება ადამიანების სიცოცხლე, ხშირ შემთხვევში კი-უდანაშაულო ადამიანების.’’

320472_459337424149151_1849741931_n (1)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვანო მჭედლიშვილიც გმობს ,,შარლის’’ პოზიციას და საქართველში მიმდინარე სოლიდარობის აქციებს მიუღებლად მიიჩნევს :,,ჩემთვის არანაირად არ არის მისაღები სატირული ჟურნალის პოზიცია. ეს პრინციპულობას კი არა- უაზრო სიჯიუტეს ნიშნავს, მით უმეტეს, ხედავენ, რა შედეგი მოაქვს ამ ყველაფერს. შესაძლოა, მათს საქციელს მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს.

ასევე ვფიქრობ, რომ სიტყვის თავისუფლებასთან ამ ჟურნალის საქმიანობას არაფერი არ აქვს საერთო. მათი საქმიანობა ყველა აღმსარებლობის ადამიანისათვის შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. კიდევ, არ მომწონ,ს რომ საქართველოში მოდური გახდა ლოზუნგი- ,,მე ვარ შარლი’’.

სოლიდარობის გამოხატვა მაშინ მიმაჩნია მიზანშეწონილად, როდესაც ის რაიმე შედეგს გამოიღებს. ამით კი, გარდა იმისა, რომ მოდას ჰყვებიან არაფერი იცვლება, ვერც იმ ჟურნალისტებს გააცოცხლებენ და ვერც ტერორიზმს შეაჩერებენ  ,,მე ვარ შარლის’’ ძახილით.’’

10945503_819026284805158_1821932971_n

 

ამ სტუდენტებისაგან განსხვავებული მოსაზრება აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს ანანო ჭყოიძეს:

,,ვგმობ ტერორიზმს, მაგრამ ვემხრობი,,შარლი ებდოს’’ გადაწყვეტილებას და მხარს ვუჭერ მას. ჩემი აზრით, ყველაფერი უდა გაკეთდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.’’

ავტორი: ანი ბოჭორიშვილი

562 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031