Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საჭიროა თუ არა მეორადი პროფესია

საჭიროა თუ არა მეორადი პროფესია
January 27
15:52 2015

პროფესიის არჩევისას ყველა ახალგაზრდა განსხვავებულ პრობლემებს აწყდება. ზოგს მშობლებთან მოსდის უთანხმოება, ზოგი სხვების რჩევას უსმენს და ავიწყდება თავად რა სურს, ზოგმა კი უბრალოდ ჯერ არ იცის რა მიმართულებით უნდა წასვლა. თუმცა არსებობენ ისეთი სტუდენტებიც, რომლებმაც სასურველი პროფესიაც მარტივად აირჩიეს და მას მეორადი პროფესიაც შეუთავსეს.

მეორადი პროფესიის არჩევა სავალდებულო არ არის და არც მისი გაუქმება წარმოადგენს პრობლემას – გავლილი კრედიტები თავისუფალ კრედიტთა ნუსხაში გადაინაცვლებს. თუმცა, ძვირფასი დრო და კრედიტები ტყუილად რომ არ დავხარჯოთ არასასურველ საგნებზე, მეორადი პროფესიის არჩევისას კარგად უნდა დავფიქრდეთ.

პირველ რიგში გავითვალისწინოთ ის, თუ რამდენად შეესაბამება არჩეული მიმართულება ჩვენს ძირითად პროფესიას. მაგალითად, საკმაოდ კარგი კომბინაციია ხელოვნებათმცოდნეობის ან პოლიტიკის ჟურნალისტიკასთან შეთავსება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სფერო უფრო გიზიდავთ. ასევე კარგი აზრია მეორად პროფესიად რომელიმე უცხო ენის არჩევა, თუ ტურიზმის მიმართულებაზე სწავლობთ. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ უცხო ენას, რომელიც ცოტამ იცის, მაგალითად სკანდინავიური ენები, ჩინური, იაპონური და სხვ. გარდა ამისა, გადახედეთ რა სავალდებულო საგნების გავლა მოგიწევთ მეორადი პროფესიის ფარგლებში, რამდენად საინტერესოა ეს საგნები თქვენთვის.

გადავწყვიტე გამეგო, რას ფიქრობენ სტუდენტები, რომლებსაც არჩეული აქვთ მეორადი პროფესია.

ნათია ფირცხალავა (ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი)

580836_10201466907409408_1438181556_n

ჩემი ძირითადი პროფესიაა ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმის განხრით. მეორადი კი ესპანისტიკა.ვფიქრობ, მეორადი პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ყოველთვის ვიყავი გატაცებული ესპანური ენით და ძალიან ბევრი რამ შევიძინე ამ პროფესიის არჩევით. დარწმუნებული ვარ ეს ცოდნა გამომადგება ჩემს ძირითად პროფესიასთან მიმართებაშიც

რამდენად საჭიროა მეორადი პროფესიის არჩევა, თუ ჯობია, რომ მთელი დრო მხოლოდ ერთი პროფესიის შესწავლას დავუთმოთ?

ჩემი აზრით, არსებობს ისეთი პროფესიები, რომლებიც არ საჭიროებენ მეორადი პროფესიის არჩევას. ზოგიერთი პროფესია იმის საშუალებას არ გაძლევს, რომ შენი დრო და რესურსი სხვა საქმიანობასაც დაუთმო. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სხვა არჩევანი არც გაქვს. თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ამის საშუალება არსებობს, აუცილებლად უნდა მოსინჯო შენი ძალები განსხვავებულ სფეროშიც, ეს შანსი უნდა გამოიყენო.

როგორ ავარჩიოთ სწორად მეორადი პროფესია?

ვფიქრობ, რაიმე მცირე კავშირი მაინც უნდა არსებობდეს შენს ძირითად და მეორად პროფესიას შორის. ეს იქნება უფრო გონივრული გადაწყვეტილება და კარგი შედეგის მომტანიც. გარდა ამისა, უნდა გაინტერესებდეს ის სფერო, რომელსაც აირჩევ და დარწმუნებული უნდა იყო, რომ ის აუცილებლად გამოგადგება შენს მომავალ საქმიანობაში. ასევე, ერთი რჩევა ჩემგან იქნება ის, რომ მეორადი პროფესიის არჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პროფესია უფრო ნაკლებ ძალისხმევას უნდა საჭიროებდეს, ვიდრე ჩვენი ძირითადი პროფესია. მან ერთგვარი ჰობის ფუნქციაც კი შეიძლება შეითავსოს.

მარიამ თურმანაული (ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი)

10389996_317693921735884_729224412155471845_n

 „ჩემი ძირითადი პროფესია არის ბიოლოგია, ხოლო მეორადი – საფრანგეთის მცოდნეობა. ვფიქრობ, მეორადი პროფესიის არჩევისას სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან ნამდვილად ავიმაღლე ფრანგული ენის დონე. თავიდან რომ ვიღებდე ამ გადაწყვეტილებას, ისევ ასე მოვიქცეოდი“.

რამდენად საჭიროა მეორადი პროფესიის არჩევა, თუ ჯობია, რომ მთელი დრო მხოლოდ ერთი პროფესიის შესწავლას დავუთმოთ?

– ნაწილობრივ კარგია და საჭიროა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში თვითონ ძირითადი პროფესია არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ დამატებით სხვა მიმართულების საგნებიც გავიაროთ.

როგორ ავარჩიოთ სწორად მეორადი პროფესია?

ნებისმიერი პროფესიის არჩევას სჭირდება დაფიქრება. ჩემი აზრით, მეორედი პროფესია უნდა იყოს ისეთი საქმე რისი კეთებაც გვეხალისება. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ენის შესწავლა, სხვისთვის – ხელოვნება და ა.შ. ვფიქრობ, მეორადი პროფესია ძირითადზე უფრო მარტივი უნდა იყოს, ასე უფრო გაგვიადვილდება მისი სწავლა.

ჩემი რესპოდენტების მთავარი რჩევა არის ის, რომ ნებისმიერი სტუდენტისთვის მეორადი პროფესიის სწავლა უნდა იყოს სიამოვნების მომტანი, გარკვეულწილად, სახალისო პროცესი. ამასთანავე, ის კავშირში უნდა იყოს ძირითად პროფესიასთან, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს მას სირთულის მხრივ. თუმცა, საბოლოოდ, ეს მაინც სტუდენტის სურვილსა და მონდომებაზეა დამოკიდებული. მთავარია ისეთი პროფესია (ან პროფესიები) ავირჩიოთ, რომლებიც მოგვწონს და ვფიქრობთ, რომ წარმატებას მოგვიტანს.

ავტორი: ნინო აბდალაძე

1,251 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2015
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031