საერთაშორისო კონფერენცია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

განათლება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მესამე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2015 წლის 2 მაისს.

კონფერენციაზე რეგისტრაცია

 

სექციები:

  • ჟურნალისტიკა
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • მედიცინა

სამუშაო ენები:

  • ქართული
  • ინგლისური
  • რუსული

მოთხოვნები: 

  1. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;
  2. მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებგვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს.
  3. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას  არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმანილი თეზისის  ავტორი;  კონფერენციაში მონაწილეობაზე უარყოფითი პასუხი ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს. კონფერენციაზე დაშვებული  თეზისების ავტორი, დასტურის შემდეგ, გამოაგზავნის ნაშრომის სრულ ტექსტს;
  4. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ განიხილება;
  5. თეზისები და  ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს პარამეტრების დაცვით.

კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა – 2015 წლის  14 თებერვალი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები