Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

დიდი ნახტომის შეჯიბრება – Big Jump Challenge

დიდი ნახტომის შეჯიბრება – Big Jump Challenge
February 03
15:03 2015

კრეატიული განვითარების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას კონკურსზე დიდი ნახტომის შეჯიბრება.

პროექტის ფარგლებში მსურველებს საშუალება ექნებათ შექმნან თანამოაზრეთა ჯგუფები, რათა დაგეგმონ და განახორციელონ კამპანია მიწისზედა წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად და ამ პრობლემის პოპულარიზებისთვის. მდინარეში ცურვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მონაწილე გუნდებმა უნდა მოაწყონ მდინარეში ხტომის აქცია, რაც, თავის მხრივ, არის დიდი ნახტომის შეჯიბრების მთავარი სიმბოლური დატვირთვა.

მონაწილე გუნდებმა მთელი კამპანიის განმავლობაში უნდა აღბეჭდონ საკუთარი აქტივობები მათთვის სასურველი ფორმით და მოამზადონ ანგარიში, რომლის ფორმაც თავისუფალია. საბოლოო ჯამში, ანგარიშისა და თანდართული მასალების მიხედვით, შეირჩევა გამარჯვებული გუნდი, რომელიც 12 ივლისს ბრიუსელში (ბელგია), ევროპის მდინარეთა პარლამენტში გაემგზავრება.

მონაწილე გუნდებს საშუალება აქვთ იპოვონ პარტნიორები ევროკავშირის ქვეყნებში და ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრებაში. სურვილის შემთხვევაში პარტნიორების მოძიებაში დაგეხმარებით ჩვენ.

რეგისტრაციის პირობები:
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
რეგისტრაციის ბოლო ვადა:15/02/2015

ნებისმიერი გუნდი, რომელიც რეგისტრაციას გაივლის ზემოაღნიშნულ ბმულზე, წერილობით უდნა შეგვატყობინოს ამის შესახებ ელ.ფოსტის მისამართზე: Irakli.piranishvili.1@gmail.com. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს დარეგისტრირებული გუნდი სამოქმედო გეგმას.

164 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728