კონფერენცია სტუდენტებისთვის თემაზე ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“

კონკურსები

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით 16-17 აპრილს ჩატარდება კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.“

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ნაშრომი უნდა ეხებოდეს ზოგადად ტურიზმს ან ტურიზმის რომელიმე სფეროს. შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს საქართველოში ტურიზმის განსავითარებლად ინოვაციური იდეები, მარკეტინგული მეთოდები, ტურიზმის პროგნოზირების მეთოდები, კვლევები და ტურიზმის ეკონომიკური მოდელები.

კონფერენციის მიზანი:
ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები და შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს.

მნიშვნელოვანი თარიღები:
10 მარტი- თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა. მოცულობა – 1-2 გვერდი.
15 მარტი- მომდევნო ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება.
3 აპრილი- ნაშრომების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი.
10 აპრილი-შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა.
16-17 აპრილი- პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა.
სტუდენტები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებულები. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოველწლიურ მიმოხილვასთან ერთად კრებულში სახელწოდებით “ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. კონფერენციის შედეგად მოხდება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი გათვალისწინება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით.

თეზისები და საბოლოო ნაშრომები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: tourismconference@gnta.ge
მიუთითეთ თქვენი სახელი გვარი, ხელმძღვანელი (არსებობის შემთხვევაში), სწავლის საფეხური და უნივერსიტეტი.
დამატებითი ინფორმაცია ნაშრომის ტექნიკურ მხარეზე და შეფასების კრიტერიუმებზე შეგიძლიათ იხილოთ აქ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები