Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტური ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში

სტუდენტური ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში
February 07
12:59 2015

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სტუდენტები ყოველთვის გამორჩეულ ადგილს იკავებენ საზოგადოებაში. მათ მიმართ დამოკიდებულება უმეტესად დადებითია, ამასთან მათდამი ინტერესი ძალიან მაღალია. გადავწყვიტე, გაგაცნოთ და წარმოდეგნა შეგიქმნათ სტუდენტებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ნამდვილად სამგალითოები და გამორჩეულები არიან. ამერიკელი სტუდენტი არის- აქტიური, მხიარული, მეგობრული, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული და რაც მთავარია მან იცის განათლების ფასი. განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელია მათი დამოკიდებულება უცხოელი სტუდენტებისადმი. ისინი ყველანაირად ცდილობენ გვერდში დაუდგნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და დაეხმარონ ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირებაში.

ამერიკის სასწავლებლებში წლიური გადასახადი ძალიან მაღალია, მაგრამ სტუდენეტების უმეტესობა ფინანსურად უზრუნველყოფილია, ძირითადად მათ განათლებაზე მშობლები ზრუნავენ, თუმცა არის სტუდენტთა ნაწილი, რომელიც სწავლისგან თავისუფალ დროს მუხლჩაუხრელად შრომობს, რათა სწავლის საფასური მთლიანად თუ არა,მისი გარკვეული ნაწილი მაინც გადაიხადოს. არის შემთხვევები, როდესაც გადასახადის დაფარვისათვის კრედიტის აღება ხდება საჭირო.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

ასეთ სტუდენტებზე , სახელმწიფო შეღავათი ვრცელდება და ისინი მაშინ აბრუნებენ კრედიტს, როდესაც საკუთარი სპეციალობით იწყებენ მუშაობას და სტაბილური შემოსავალი აქვთ. არდადეგების პერიოდში , სტუდენტები დროს უქმად არ კარგავენ და სხვა და სხვა ტიპის სამუშაოებს ასრულებენ, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იქ სტუდენტებისთვის ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. ლექციაზე შეგიძლიათ ნახოთ 50-60 წლამდე ასაკის ადამიანიც კი.

sa9P_430

მათი ყოველდღიური ცხოვრება ძალიან საინტერესოა, ისინი აქვეყნებენ პუბლიკაციებს ბლოგებში და წერენ სამეცნიერო სტატიებს, მართავენ დისკუსიებს აქტუალურ თემებზე. ერთი შეხედვით ასეთი ცხოვრება შეიძლება მოსაწყენად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ამერიკელი სტუდენტი ნამდვილად გამორჩეულია , რადგან ის სწავლასთან ერთად გართობასაც ახერხებს , არავის უკვირს ლექციის დროს „Ipad“- ზე მოთამაშე ახალგაზრდის დანახვა. მათი ჩაცმის სტილიც განსაკუთრებულია. ყოველთვის ცდილობენ იგრძნონ თავი თავისუფლად. ატარებენ სპორტული ტიპის სამოსს, საყვარელი სპორტული კლუბების მაისურებსა და კეპებს . მათი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია სწავლა და გართობა ერთმანეთს ისე შეუხამოს, რომ ამით განათლებას ზიანი არ მიაყენოს.

reslife_ra

როგორ ატარებენ თავისუფალ დროს? მათთვის დასვენების ყველაზე კარგი საშუალება უნივერსიტეტის კიბეებზე ჯდომა და ლაპარაკია. ყველა უნივერსიტეტს ჰყავს სპორტული გუნდები. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობენ კალათბურთისა და ამერიკული ფეხბურთის კლუბები.

mich03 (1)

სტუდენტები დასვენების დღეებში ესწრებიან მატჩებს და გულშემატკივრობენ სპორტსმენებს, რომელბიც მათ სასწავლებლებს წარმოადგენენ . სწორედ ამ გუნდებიდან ხვდებიან სპორტსმენები ისეთ ლიგებში, როგორებიც NBAდა NFL- ია .

article-2579041-1C3818C100000578-477_634x404 (1)

გარდა სპორტული ღონისძიებებისა, აწყობენ საღამოებს, სადაც ისინი ერთობიან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამერიკაში ჩასულუცხოელ სტუდენტებს ხშირად არ მოსწონთ, მსგავსი ტიპის წვეულებებზე ალკოჰოლის გადამეტებული რაოდენობა და ის სითამამე, რომელიც მსგავსი ტიპის წვეულებებს ახასიათებს, მიუხედავად ამისა ისინი მათზე მხოლოდ დადებითად საუბრობენ.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი სტუდენტები ძალიან მეგობრულები და მხიარულები არიან. თავიდან იქ ჩასულ უცხოელ სტუდენტს შესაძლოა მათი საქციელი უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ შემდგომ მათთან ერთად სწავლითა და ურთიერთობით, ის აუცილებლად მიიღებს უდიდეს გამოცდილებასა და სიამოვნებას.

ავტორი: გეგა რევაზაშვილი

360 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728