Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

წარმატებული გამოსვლის 5 საიდუმლო

წარმატებული გამოსვლის 5 საიდუმლო
February 08
19:25 2015

რა არის საჭირო იმისათვის, რომ უბრალოდ კარგი გამოსვლა გადააქციოთ შესანიშნავად? მომზადება, გჯეროდეთ საკუთარი თავის და მოეშვათ, განაცხადა BusinessInsider-თან ინტერვიუში წიგნის „განათლება ნიჭის წინააღმდეგ“ ავტორმა და ექსპერტმა ადამიანური კაპიტალის განვითარების სფეროში – კენ რობინსონმა.

მისი გამოსვლა TED Talk-ის კონფერენციაზე თემაზე, როგორ ახშობენ თანამედროვე სკოლებში ბავშვის ნებისმიერ შემოქმედებით გამოვლინებას, ნახეს 28 მილიონჯერ – ეს ყველაზე პოპულარული პრეზენტაციაა TED-ის ისტორიაში. BusinessInsider-მა ჰკითხა კენ რობინსონს თუ როგორ ახერხებს იგი აქციოს თავისი გამოსვლები ამდენად დამაჯერებლად.

 

პრეზენტაცია უნდა იყოს მარტივი

„მე ვფიქრობ გამოსვლაზე, როგორც ხუთი ნაწილისგან შემდგარ კომპოზიციაზე: შესავალი, სამი თეზისი, დასკვნა“, – განაცხადა რობინსონმა. ამ მარტივ სტრუქტურას იგი იყენებს, რათა დაგეგმოს ყველა თავისი პრეზენტაცია, თუმცა, მისი თქმით, არასოდეს იწერს მომავალ წარმოსათქმელ სიტყვას მთლიანად. იგი ადგენს გარკვეულ გეგმას, პუნქტებს, რომლის მიხედვით საჭიროა მოქმედება, ამასთანავე თვლის, რომ აუცილებელია შეინარჩუნო სიცოცხლე და ბუნებრიობა გამოსვლის მსვლელობისას.

 

ჩანაწერები ბარათებზე

„ჩაწერილი ტექსტის წაკითხვა აზრი არ აქვს, მაგრამ ღირს პატარა ჩანაწერების გაკეთებას“, – ამბობს კენ რობინსონი. ბარათებზე იგი თეზისურად იწერს იმას, რის შესახებაც აუცილებელია ითქვას, იგი არ იყენებს ბევრ ასეთ ბარათს – მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებისთვის. გამოსვლისათვის, პრეზენტაციისთვის ან უბრალოდ საუბრისთვის დაახლოებით ერთსაათიანი ხანგრძლივობით იგი აკეთებს შვიდ ბარათს.

 

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

 

თავდაჯერებულობა

„ცხადია, რომ უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის იმ თემაზე საუბრისას, რომელსაც აირჩევთ. არ არის აუცილებელი ყველა შესაძლო კითხვაზე გქონდეთ პასუხი, მაგრამ თავდაჯერებულობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა რობინსონმა. როდესაც გჯერათ საკუთარი თავის, აუდიტორიაც ნდობით განეწყობა თქვენდამი.

კავშირი აუდიტორიასთან. „აუდიტორიასთან ურთიერთობას გააჩნია პირველხარისხოვანი მნიშვნელობა – მე ყოველთვის ვცდილობ დავამყარო კავშირი მსმენელებთან სცენაზე ყოფნისას“, – გვიყვება რობინსონი. ამის საუკეთესო საშუალებად იგი იუმორს ასახელებს. მაგალითად, მისი WorldBusinessForum-ზე გამოსვლისას იგი ხუმრობდა მინიმუმ წუთში ერთხელ, მათ შორის შესავალ სიტყვაშიც.

 

მოდუნების აუცილებლობა

„მე ყოველთვის ვაძლევ თავს უფლებას მოვეშვა. თუ გამომსვლელი დაძაბულია, აუდიტორიაც იძაბება“, – ამბობს რობინსონი. რა საკვირველია, თქმა უფრო ადვილია, ვიდრე ამის გაკეთება, მაგრამ გამოსვლისთვის წინასწარი მომზადებას და ჰაერის რამდენჯერმე ღრმად ჩასუნთქვას უშუალოდ სცენაზე გამოსვლის წინ სავსებით შეუძლიათ გამოასწორონ სიტუაცია.

 

წყარო: http://ubr.ua

354 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728