Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სოციალური ქსელი-რამდენად დამოკიდებული ხარ შენ?

სოციალური ქსელი-რამდენად დამოკიდებული ხარ შენ?
February 09
14:15 2015

„მეშინია იმ დღის, როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის. მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა“– თქვა აინშტაინმა. დღესდღეობით კომპიუტერმა და სოციალურმა ქსელმა ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი ადგილი დაიკავა. სწორედ ამიტომ, საზოგადოების უმეტესი ნაწილი აინშტაინის ამ სიტყვებს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მეცნიერმა სწორედ ჩვენი დროება იგულისხმა. თუკი ჩვენს გარშემო მიმოვიხედავთ, ალბათ უმრავლესობას გაგვიჭირდება, არ დავეთანხმოთ მას. ტექნიკა ვითარდება, მასთან ერთად ჩვენც ვითარდებით, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი დადებითი კუთხით მოხდეს.

Picture1

მსოფლიოში მარვლადაა იმის მაგალითები, თუ როგორ გახდნენ ადამიანები ინტერნეტსა და სოციალურ ქსელზე დამოკიდებულნი. სამწუხაროდ, ხშირად ასეთი შემთხვევები ფატალური შედეგით მთავრდება. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთან ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ინტერნეტმა ცხოვრება ბევრად უფრო მოსახერხებელი გახადა.

მასზე დამოკიდებულნი ძირითადად მოზარდები არიან, რომლებიც დროის სწორ მენეჯმენტს ვერ ახდენენ. საზოგადოების ერთ–ერთი ყველაზე აქტიური ნაწილი სტუდენტები არიან. ისინი არიან სახელმწიფოს მომავალნი, იმედი. ალბათ, სწორედ ისინი არიან ინტერნეტის ერთ–ერთი ყველაზე ხშირი მომხმარებელნი. გარდა იმისა, რომ ყველა სიახლე და ინფორმაცია ინტერნეტში ელვის სისწრაფით ვრცელდება და სტუდენტები მას უპირატესობას ანიჭებენ, კიდევ სხვა დადებითი მხარეც აქვს.

ადრე, სანამ კომპიუტერი და ინტერნეტი ასეთი უნივერსალური იქნებოდა, სტუდენტებს ინფორმაციის მოძიება უჭირდათ, ძირითადად საჯარო ბიბლიოთეკაში ისხდნენ და დღე და ღამე წიგნების ფურცვლაში იყვნენ. მერე, თუკი შენთვის სასურველი წიგნი სხვას ჰქონდა აღებული, რა უნდა გექნა?! რა თქმა უნდა, უნდა დალოდებოდი, როდის გათავისუფლდებოდა ეს წიგნი, ამასობაში ხომ დრო იკარგება? ახლა კი სტუდენტს თავისუფლად შეუძლია, სახლიდან გაუსვლელად მოიძიოს მისთვის საჭირო ინფორმაცია და დაწეროს, თუნდაც სერიოზული რეფერატი.
სამწუხაროდ, ადამიანები ისე ეშვებიან ინტერნეტის სივრცეში, რომ, ფაქტობრივად, იკარგებიან მასში, ეს კი მასზე დამოკიდებულებას იწვევს. ამ ყველაფერმა კი შეიძლება ჩვენი ჯანმრთელობა და ფსიქიკა სერიოზულად დააზიანოს. არადა, ადამიანმა თვალები რომ ფართოდ გაახილოს, კომპიუტერის გარდა კიდევ ბევრ სხვა რამეს დაინახავს, რომელიც არანაკლებ საინტერესოა და საშიშიც არ არის.

სტუდენტების უმეტესობას უნივერსიტეტში ისეთი დატვირთული გრაფიკი აქვს, ხშირად ვერ ახერხებს ინტერნეტის გამოყენებას. მაგრამ, როცა იცი, რომ შენი მეგობრები ახლა სოციალურ ქსელში არიან და ათას სხვა და სხვა ინფორმაციას აქვეყნებენ, როგორ გინდა თავი შეიკავო და არ შეხვიდე?! თუნდაც უამრავი სამეცადინო გქონდეს, ცოტახნით მაინც დაუთმობ დროს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ „ჩათრევა“ იცის და ბევრს არ გააჩნია ძალა, რომ მას შეეწინააღმდეგოს…

nuca kacitadze

მოდით ვნახოთ, რას ფიქრობენ სტუდენტები სოციალური ქსელის გამოყენებასა და მაზე დამოკიდებულებაზე…

ნუცა კაციტაძე(სასულიერო აკადემია)–” კომპიუტერს ხშირად არ ვიყენებ, მაგრამ დღის რაღაც ნაწილს ყოველთვის ვუთმობ, ფსიქოლოგიაზე ვსწავლობ, ფეისბუქზე კი არის ერთი ფსიქოლოგიური გვერდი, რომელიც სწავლაშიც მეხმარება. ჩემი აზრით, სოციალური ქსელი ხალხს ეხმარება ერთმანეთს დაუახლოვდეს, რეალურ ცხოვრებაში ზოგს ამის კომპლექსი აქვს. მაგრამ ზოგი მასზე დამოკიდებული ხდება და ეს ცუდია. ყველამ უნდა ვაკონტროლოთ დრო და საკუთარი თავი, რომ ასე არ მოხდეს”

tako otarashvili

 

თაკო ოთარაშვილი(საქართველოს უნივერსიტეტი)– “კომპიუტერს, სოციალურ ქსელს, დიდ დროს ვუთმობ და ეს ხანდახან სწავლაშიც მიშლის ხოლმე ხელს. სოციალური ქსელების მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, რადგან მე თვითონ აქტიური მომხმარებელი ვარ, ძირითადად მეგობრებთან ურთიერთობისთვის და ფოტოების განსათავსებლად ვიყენებ. მე თვითონ ინტერნეტზე და სოციალურ ქსელზე დამოკიდებული არ ვარ, მაგრამ საკმაოდ დიდ დროს ვუთმობენ. თუმცა, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც 24 საათი ამით არიან დაკავებულნი და სხვა ინტერესი არ აქვთ. მასზე დამოკიდებული რომ არ გახდეს, ალბათ, საჭიროა, დაკავდეს სხვა საქმით, გავიდეს გარეთ სასეირნოდ, აღმოაჩინოს ახალი ჰობი, უამრავი სხვა უკეთესი გართობის საშუალება არსებობს, ვიდრე ვირტუალური ცხოვრებაა”

natia licheli

ნათია ლიჩელი(კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი)– “სოციალური ქსელი სწავლისთვის ძალიან მადგება, ჩემს კურსელებთან და ლექტორებთან ვურთიერთობ და სწავლაში ხელს არ მიშლის. ვფიქრობ, რომ დროს კარგად ვანაწილებ. ჩემი აზრით, ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებზე არიან დამოკიდებულნი, ისინი იქ იღებენ იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში აკლიათ, სიყვარული, სითბო, მეგობრობა…მე სოციალურ ქსელში უფრო სხვანაირი ვხდები, შეიძლება პირადში ასე ვერ გავბედო.. თუკი ადამიანები რეალურ ცხოვრებაში შეძლებენ გახსნას და მათთვის საინტერესო ადამიანების აღმოჩენას, დამოკიდებულნი აღარ გახდებიან…”

მართალია, შეიძლება ადამიანს რეალური სამყარო იმდენად არ მოსწონდეს, რომ ვირტუალურ სამყაროში დაიკარგოს. თუმცა, საბოლოოდ, ამით ისევ საკუთარ თავს ვნებს. ტექნიკის განვითარებამ ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი გახადა, მაგრამ ამან ადამიანური ურთიერთობები არ უნდა დაგვაკარგვინოს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არ უნდა მივეჯაჭვოთ, დამოკიდებულნი არ უნდა გავხდეთ, ეს ჩვენთვის და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებისათვისაც საზიანოა. მისი დადებითი თვისებები ასევე დადებითად უნდა გამოვიყენოთ.

ბოლოს კი, პატარა შემოთავაზება მაქვს…სცადეთ და რამდენიმე დღე არ შეხვიდეთ თქვენს სოციალურ ქსელში, ან დროებით გააუქმეთ, შეძლებთ? გაატარეთ ერთი დღე მაინც ისე, რომ საერთოდ არ შეხვიდეთ ინტერნეტში, იტყვით ამაზე უარს?სცადეთ, იქნებ თქვენ თავში სულ ახალი ინტერესები აღმოაჩინოთ…

წარმატებებს გისურვებთ 🙂

 

ავტორი: თამარ თურქია

818 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728