Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ვაჩუქოთ ღიმილი ბუნებას!

ვაჩუქოთ ღიმილი ბუნებას!
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
February 10
13:54 2015

ანი კაშია

ჩვენს ირგვლივ იმდენი რამ ხდება, იმდენი ბედნიერების მომგვრელი წამია, ბუნება ხომ ყოველდღიურად ბედნიერებას გვანიჭებს, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი ვერ ხედავს ამ ყველაფერს და საერთოდ ჩვენ ხომ ყველაზე დაუანახავი არსებები ვართ. ვერ შევიგრძნობთ, ვერ ვიაზრებთ ამ დიდ საჩუქარს. მისგან ყველაფერს ვითხოვთ და თითქმის მიგვაჩნია კიდევაც, რომ ის ვალდებულია მოგვცეს ყველაფერი, სანაცვლოდ კი არაფრის გაცემა არ გვიყვარს .

არიან ადამიანები, რომლებიც ნთელ ფერებს უფრო აღიქვამენ ვიდრე მუქს, ამჩნევენ ირგვლივ სილამაზეს, თუ როგორი მდიდარია სამყარო, ტკბებიან მისით, იმუხტებიან და ა.შ. და არიან ადამინები რომლებისთვისაც ყველა ფერი ერთნაირია ასე ვთქვათ მათ ,,სულიერი დალტონიზმი ჭირთ”.მიაჩნიათ რომ ირგვლივ არაფერი ხდება საინტერესო, ფიქრობენ რომ ისევ მორიგი დღე გათენდა. სამყარო ერთფეროვანი გონიათ იმის გამო რომ ყოველი მზის ჩასვლისას მთვარე ამოდის და მთვარეს კიდევ ისევ მზე მოჰყვება. ჩვენ ადამიანები უბრალოდ იმდენ რამეს ვართ მიჩვეულნი, ავტომატურად ვთვლით მას, რის გამოც ის ფასს კარგავს ჩვენთვის. უბრალოდ წარმოიდგინეთ სამყარო ჰაერის გარეშე,ვითომ არაფერია არც კი ჩანს,არაფრად მივიჩნევთ,რეალურად კი ყველაფერია ის.

რამდენიმე კვირის წინ გადასასვლელზე გადასვლა დავაპირე, ველოდებოდი როდის აინთებოდა მწვანე შუქნიშანი, შევამჩნიე, რომ ჩემს გვერდით ხნიერი ქალი იდგა შავი სათვალით და გრძელი ჯოხით, უმალვე მივხვდი რომ ის უსინათლო იქნებოდა, ამიტომაც შევთავაზე დახმარება გადასვლაში. მან გამიღიმა და მადლობა გადამიხადა. რამდენიმე წამში კი მკითხა ბუნება ამიღწერეო,მე გული ამიჩქარდა, მაგრამ დავიწყე.

ახლა შემოდგომაა. შემოდგომა ჩემთვის ყველაზე ფერადი და მრავალფეროვანია, მიუხედავად იმისა რომ დღეს ნაცრისფერი დღეა, ამ ფერადი ხეების წყალობით დღევანდელი დღე მაინც თავისებურად ლამაზია მეთქი. ამ დროს გადასასვლელიც გადავიარეთ და ვუთხარი, რომ თავისუფალი დრო მქონდა და შემეძლო თუ სურვილი ექნებოდა დანიშნულების ადგილამდე მიმეცილებინა,მან გამიღიმა და უარი მითხრა, მაგრამ მთხოვა თუ სადმე ჩამოჯდომა იქნებოდა შესაძლებელი მასთან ერთად ცოტა ხანს მესაუბრა. მეც დავთანხმდი და იქვე მყოფ ,,მრგვალ ბაღში” დავსხედით. ის მხედველობაზე მესაუბრებოდა ის თუ, როგორ დაბრმავდა და იმაზე თუ,რომ ყველაფერს გაიღებდა იმის სანაცვლოდ,რომ უბრალოდ მზის ამოსვლით და მისი ჩასვლით დამტკბარიყო, ღამეები გაეთენებინა მთვარისა და ვარკვლავების ყურებაში.მან თქვა იმაზეც კი თანახმა ვარ ყველა კიდური მომკვეთონ და მის სანაცვლოდ მხედველობა დამიბრუნდეს. ასე გაგრძლედა საუბარი 2 საათი. დამშვიდობებისას კი თავისი თბილი ხელებით ჩემს სახეს შეეხო, რომ აღვექვი.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

366 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728