Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ისევ დავბრუნდი

ისევ დავბრუნდი
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
February 12
12:25 2015

ალიმი ხერხაძე

ისევ დავბრუნდი… მესამედ, ჩამოვედი საქართველოში და ისევ გამიფუჭდა განწყობა. ჩამოსვლით გამოწვეული სიხარული სევდამ შეცვალა. როგორ მენატრებოდა საქართველო… განა იმიტომ დამეუფლა სევდა, რომ აქ გაცილებით ჭირს ცხოვრება? არა, სევდა ჩემი თანამემამულეების დაბალმა სამოქალაქო თვითშეგნებამ გამოიწვია… პირველი, რაც ქვეყანაში საჰაერო გზით შემოსულ ადამიანს ხვდება ესაა აეროპორტი, და ასე თუ ისე პირველი შთაბეჭდილება ბევრ რამეს ამბობს ქვეყანაზე, მის კულტურასა და განვითარებულობაზე.

პირველად, როცა თბილისის აეროპორტის საპირფარეშოში შევედი, გავოგნდი… ამომტვრეული შორენკეცები, დასვრილი იატაკი და უწესრიგობა სუფევდა… დილით, ძალიან ადრე ჩამოვედი და ამიტომ რამდენიმე საათი აეროპორტში უნდა გამეტარებინა, რათა მერე ქუთაისში ჩავსულიყავი, ამიტომ აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს რკინიგზის სადგურისკენ წავედი, მსურდა გამეგო მატარებლის გასვლის განრიგი. სადგურს გარედან მორბენალ სტრიქონზე მატარებლის გასვლის დაახლოებით ოთხი თუ ხუთი განრიგი  გადიოდა, მაგრამ მე მაინც შიგნით განვიზრახე შესვლა და კარებთან თანამშრომელი ამესვეტა.

ვკითხე განრიგის შესახებ და მან უსიამოვნოდ, უძილო სახით თუ, არ ვიცი, ალბად მთვრალიც იყო მითხრა, რომ მატარებელი მხოლოდ 08:45 წუთზე გადიოდა. მე ვიკითხე თუ რას ნიშნავდა, მაშინ, მორბენალ სტრიქონზე აღნიშნული დროები და მან ასე მითხრა: _ ,,ეს ადრე იყო მატარებელი 4 რეისს ასრულებდა, ახლა მარტო ერთ რეისს ასრულებს და ეს ძველი წარწერა შემორჩაო“… –უკაცრავად მაგრამ, როგოოოორ? ძველი წარწერის შემორჩენა რას ნიშნავს –ჯერ, ის ვერ გამიგიაა ეროპორტიდან ერთხელ რატომ უნდა გადიოდეს მატარებელი ოცდაოთხ საათში, მერე ჩქაროსნული რატომ უნდა ერქვას როცა ნახევარი საათი უნდება ქალაქის სადგურზე მისვლას და ბოლოს ძველი წარწერის გასწორება რა პრობლემაა, თუ ნეტავ სილამაზისთვის წერია?

უკან დაბრუნებულმა გადავწყვიტე ავტობუსს დავლოდებოდი შვიდამდე და მოვყევი აეროპორტში ხეტიალს.მთელი ღამე ორი თუ სამი რეისი შესრულდა მხოლოდ, ტოტალური სიცარიელე სუფევდა აეროპორტში. ერთ ადგილს მივადექი სადაც მონიტორია დამონტაჟებული და რაზეც დგას, ინგლისურად დიდი ასოებით აწერია: ,,Tbilisi The city that Lowes you” , მერე მიმართულებები, თავისი ინგლისური შესატყვისებით პლასტმასის დაფაზეა ამოკვეთილი: ,,ტუალეტი“, ,,გამგზავრება“, ,,ბილეთების გაყიდვა“ და ,,რებისტრაცია“… ჰო, ,,რეგისტრაცია“ კი არა ,,რებისტრაცია“, მაპატიეთ მაგრამ ეს ხომ ქვეყნის, საზოგადოების, ენის და ყველაფრის აბუჩად აგდებაა… რა გახდა ერთი დაფა ისეთი, რომელზეც სწორად ეწერება ქართულად ,,რგისტრაცია“… წავედი ისევ გულგახეთქილი და იქვე კაფეში დაველოდე ავტობუსის მოსვლის დროს. როგორც იქნა დრო გავიდა და ავტობუსში ჩავჯექი.

ავტობუსში მხოლოდ მძღოლი და ყვითელ ფორმაში ჩაცმული კონტროლიორი იყვნენ და კიდევ ერთი უცხოელი, რომელსაც ერთი ლარი ჰქონდა და ვერფრით ვერ აეღო ორმოცდაათ თეთრიანი ბილეთი. ხურდა არავის  არ აღმოაჩნდა და კონტროლიორმა ერთის ნაცვლად ისევ ორი ბილეთი აუღო, თან ინგლისური არ იცოდა და ხელებით აუხსნა ვინმე რომ ამოვა გახიე შუაზე ბილეთი და მიეციო, მაგრამ მერე ის ბილეთი არავისთვის მიუცია უცხოელს…პირველ გაჩერებაზე ვიღაც ქალი ამოვიდა, რომელიც აშკარა იყო, რომ ბილეთის აღებას არ აპირებდა, მაგრამ კონტროლიორი რომ დაინახა დაფაცურდა და ,,მეტრომანი“ ამოიღო. რათქმაუნდა იცოდა რომ ,,მეტრომანზე“ თანხა არ იყო, მაგრამ მაინც დაადო და მერე ძალით გაკვირვებული სახით კონტროლიორს შემოხედა. კონტროლიორმა უთხრა, რომ ძირს უნდა ჩასულიყო, ქალმა შეჰღაღადა, რომ ორი გაჩერების მერე ჩავიდოდა, სინამდვილეში ვაგზლამდე მიდიოდა, მაგრამ იქედან სხვა ავტობუსს გაჰყვებოდა, გულში კი უეჭველი ,,ამ მთავრობას“ წყევლიდა როგორც ყოველთვის ყველა ქართველი მიუხედავად მთავრობისა (ვერ გამიგია რად უნდა მთავრობის სიავკარგე იმ ფაქტს, რომ ავტობუსში ბილეთი უნდა გადაიხადო).

ასე განმეორდა ყოველი მგზავრის შემთხვევაში: კონტროლიორის დანახვისას დაფაცურდებოდნენ, მაგრამ რათქმა უნდა ბევრს ფული არ აღმოაჩნდა. სადგურზე რომ მივედი ტაქსებმა როგორც კი ჩემოდნით დამინახეს იფიქრეს ამას ბევრი ფული ექნებაო და ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს, ზოგმა ქუთაისში წამოყვანაც შემომთავაზა. როგორც იქნა დიდუბეში გავედი და ერთმა მარშუტის მძღოლმა სტაცა ხელი ჩემს ბარგს და მარშუტისკენ გააქანა. აღმოჩნდა რომ ჩემი ბარგი საბარგულში არ ეტეოდა, მარშუტი კი ნახევრად სავსე იყო, ამიტომ სალონში დავდეთ. მეორე მძღოლმა ჩემი ,,დაგოიმება“ გადაწყვიტა და გამომიცხადა, რომ ჩემი ბარგი დამატებით ადგილს იკავებდა და ამიტომ ერთი მგზავრის ფული კიდევ უნდა გადამეხადა, როცა მივახვედრე რომ ამას არ ,,ვჭამდი“ დადუმდა და ძირს ჩავიდა. წამოვედი ქუთაისისკენ და მთელი სამი საათი სიკვდილს ჩავყურებდი თვალებში. მძღოლს არანორმალურივით დაჰყავდა ტრანსპორტი და რამდენჯერმე სხვა მანქანას კინაღამ დაეტაკა. ხუთიათასკილომეტრ გამოვლილი საქართველოში ვკვდებოდი.

საქართველოში წინასაარჩევნო ბუმია…ახლა გერმანიაშიც არჩევნებისთვის ემზადებიან…როგორ განსხვავდება ეს პროცესები ერთმანეთისგან…არც ინტრიგები, არც ლანძღვა–გინება…უბრალოდ ჯანსაღი კონკურენცია… სოფელში ასულს ცხელ–ცხელი ამბები დამხვდა: ის ადამიანები რომლებიც შარშან ამ დროს თავგადაკლული ,,ნაციონალები“ იყვნენ, ახლა ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ასეთივე თავგადაკლული წევრები გამხდარან და ძველი ,,ნაციონალობა“ რომ უხსენო შეიძლება სასიკვდილოდაც გაგიმეტონ, როდის ვიყავი და რა მაკავშირებდა ნაციონალებთანო. ალბად ხვალ რომ ლეიბორისტებმა გაიმარჯვონ, ხვალვე (ზეგამდე არც დააგვინაებენ) პირწავარდნილი ლეიბორისტები გახდებიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც შევარდნაძის ფანებიც იყვნენ ერთ დროს, თუმცა მათ რომ კითხოთ ახლა, 90–იანებიდან მოყოლებული ბიძინასი სჯეროდათ… ფული..ფული ჯოჯოხეთს კიარა უსინდისობას და მედროვეობასაც კაი გვარიანად ანათებს… იყიდება ყველაფერი, იყიდება… სადღაა ფასეულობები, პატროტიზმი, სინდისი… ღმერთო შენ უშველე საქართველოს… მე მესამედ დავბრუნდი… გული ჩამწყდა, თუმცა არ ვნანობ… თაობათა ცვლა უშველის ჩვენს ქვეყანას… რატომ ატარა 40 წელი უფალმა ებრაელები უდაბნოში? ჩვენ, ჩვენ უნდა ავაშენოთ უკეთესი საქართველო და ყოველთვის დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში როცა კი აქედან წავალ დროებით, აუცილებლად დავბრუნდები და არასოდეს ვინანებ…

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

142 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728